↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

შემინდეთ, ვისაც შეგცოდეთ რამე! (მთარგმნელი: დავით წერედიანი)

ვიიონი ფრანსუა

2019-03-131 წთ საკითხავი1305 ნახვა

—
ჩამომხმარ ბერს თუ ღაჟღაჟა აბატს,ყმაწვილს, გასენილს ტრფიალის სენით,გოგოს, რომელსაც ლამაზი კაბაშემოსტკეცია ტანზე და შვენის,ქუჩის მასხარას, შემოსილს ჭრელად,თაღლითს თუ არიფს, მჭმეველს თუ მჭამელს,უკანასკნელაად მივყვირი ყველას:შემინდეთ, ვისაც შეგცოდეთ რამე!
ქალებს, რომლებიც გზისპირას დგანანდა კერტებამდე აჩენენ ჯიქნებს,შარის საძებრად გამოსულ განაბს,კარტის მწყობელს თუ შიგნელის მშიგვნელს,ჯამბაზს, რომელიც დაათრევს ხელანს,ლოთებს, რომლებიც ლოკავენ ჯამებს,უკანასკნელაად მივყვირი ყველას:შემინდეთ, ვისაც შეგცოდეთ რამე!
მათ კი, ვისთანაც მართლებიც ვტყუით,ვინც წიხლით გვტენის ჯურღმულის გვიმში,ვის გამოც პურის გამხმარი ყუითბინძურ საკანში ვებრძოდი შიმშილს...თუმცა... ვკვდები და რა მათთვის მცხელა...ცოდვილს მინდოდა მათ სულში ჩამე...ჩამე... ჰო, ჯვარი გწერიათ ყველას,შემინდეთ, ვისაც შეგცოდეთ რამე!
მეცლება სული, მეცვლება ნირი,მიკრავენ ყბას და კუბოთი მდგამენ,მაინც ძალ-ღონეს ვიკრებ და ვყვირი:შემინდეთ, ვისაც შეგცოდეთ რამე!

ვიიონი ფრანსუა: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი