↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

მცირე ანდერძი (მთარგმნელი: დავით წერედიანი)

ვიიონი ფრანსუა

2012-08-1211 წთ საკითხავი1617 ნახვა

—
ჩინ-უნ-ნარ-ვინსა, დეკემბრის თვესა,ვინმე ფრანსუა ვიიონს, სქოლარს,შემიდგენია საბუთი ესე,აწ ვიხსნი ყელზე დაკიდულ დოლაბს.,,საქმესა თვისსა ვინცა ეწიოს,ვაქოთ, საქმენი შე-რა-ვიტყოთა",უთქვამს ოდესღაც ბრძენ ვეგეციუსს,და თუ არ უთქვამს, ვინმე იტყოდა.
IIხსენებულ თვეში, მწუხარე დროში,როცა დღისითაც ნახევრად ბნელა,როცა სასტიკი ყინვა და თოშიბუხრებისაკენ მირეკავს ყველას,როცა ქარიშხლით ვახშმობენ მგლებიდა ჩაჰყმუიან ცარიელ სტომაქს,მომბეზრდა ასე, ჩემივე ნებით,ტრფობის უღელში უაზროდ ჯდომა.
IIIმკლავს და არ ვიცი, რას იგებს ამით,ვკითხო, რა ვკითხო, არ იცის თვითონ.მე მგონი, უკვე დამდგარა ჟამი,გზები ვკეცო და არგანი ვცვითო.თქვენ, სიყვარულის დიდო ღმერთებო,შემიმსუბუქეთ ტანჯვის უღელი,და ჩემი დარდი ვეებერთელაარ დამიტოვოთ ამოუყრელი.
IVმომეთილისმა, მომცა დასტური,ტანთ შემომაგზნო ტკბილი სახმილი,ღიმილიანი მზერა მაცთურიგულს გამიტარა, როგორც მახვილი,მერე კი მექცა ფეხთეთრა ცხენად,თავის დაღწევა გვიანღა ვცადე.მცოდნოდა, სხვაგან ჩავყრიდი ვენახსდა სხვა წიაღში ჩავფენდი ნათელს.
Vთქვა თუ: გახმესა, ვერ იხაროსა,თან ითმინოსა, თან იხელოსა.უნდა ვმჯდარიყავ შავსა ხაროსადა განუწყვეტლივ მასზე მელოცა.ვინ დამაბედა, ტრფობით გალღვიო,ვინ დამანათლა, ცრემლად იქეცო,დროა, დილეგი გამოვარღვიოდა პარიზიდან გადავიხვეწო.
VIმეყო, რაც უღვთოდ მგვემეს და მტანჯეს,ცრემლმა დამალტო, ცეცხლმა დამდაგა.მშვიდობით, ძმებო, მივდივარ ანჟეს,ხვალვე მივდივარ, თორემ თანდათანჩემი ამბავი ისე გართულდა,დაგვირგვინდება სულის გაცხებითდა ტრფიალების წმინდა მარტვილთაღვთაებრივ დასში შევირაცხები.
VIIმორჩა, აღსრულდა, მივდივარ მართალ,მაგრამ მწყურიხარ ისეთი ძალით,ისე მჭირდები, ვით... როგორც... რა ვთქვა...ბოლონურ ქაშაყს სჭირდება წყალი.ნეტა ვინ გიხსნის ახლა საკინძეს,ვინ ეწაფება შენს უტკბეს ტყუილს...ო, ღმერთო ჩემო, ნუ გამაგიჟებ!კი არ ვლოცულობ, ვდგავარ და ვყმუი.
VIIIჯავრი რკინასაც გახრავს და გალევს,კაცი კი _, მოკლედ, როგორცა თქმულა,და, იქნებ, ვეღარ მოვბრუნდე მალე,ვინ იცის, ვეღარ მოვბრუნდე სულაც,მემკვიდრენი კი მოვლენ, ცხადია,და რომ არ დარჩეს რამე საცილოდ,ახლავე მინდა, რაც მაბადია,კანონიერად გავანაწილო.
IXმაშ, სახელითა მამისაითა,ძისაითა და სულისაითაწმიდისაითა (სახლი საიდან!კარი საიდან! ფული საიდან!)ძვირფას გიიომ ვიიონს, რიდით,ჩემგან განთქმული სახელის გარდა,რაც თავისთავად განძია დიდი,ვუტოვებ ყველა კარავს და ჩარდახს.
Xიტემ, ეს გული, ეს გაბასრული,გამლღვალი გული ქანდაში სადადჩამიგულქანდონ - წმინდად ვასრულებმიჯნურ რაინდთა უძველეს ადათს -და მას მიართვან, ვისთვისაც ენთო,ვისთვისაც ევნო ამდენი ხანი.რაც იყო, იყო, შეუნდე ღმერთო,ჯანდაბას ჩემი თავი და ტანი.
XIიტემ, მიერთვას იტიე მარშანსჯავარდნის ხმალი უაზარმაზარი,რომელიც ლომბარდს შევიხსენ შარშან,მერე დავწვდი და ვეღარ დავძარი.თუ ქესატობა ჩემს იტიესაცგანაზრახვინებს უკანდახევას,ხმლის ნახევარი კორნუს მიეცეს,მასვე ვაკისრებ ხარჯის ნახევარს.
XIIიტემ, ბლარიუს მიერთვას ჩემიბრილიანტები - ვარსკვლავთა ხომლი,მოხუც სენტ-ამანს - აბრათა რემისთვალი ,,ულაყი", მღვდლებს-ბულა ,,ომნისუტრისკვე სექსუს", რომელმაც ბერებსსადაო ლუკმა წაართვა სრულადდა მღვდლებს გადასცა... ეს ბულა მერე,ვაგლახ, აკრძალა შემდეგმა ბულამ.
XIIIიტემ, ვიზრუნოთ რობბერ ვალესთვის,რომელიც ღმერთმა ისე გაწირა,სასამართლოში კაცი ხალისითდადის ოქმების გადასაწერად.სად რას იშოვის კლერკი მშიერი!ვუტოვებ შალის გამდნარ პანტალოონს,რომ სატრფო, ჟანა დე მელიერისუსხში უთავშლოდ არ ატანტალოს.
XIVსულ რომ ყველაფერს თავი ვანებო,უნდა ვიშოვო ერთი კრებული -ჩლუნგთა საწვრთნელი სახელმძღვანელო,,არს მემორიედ" სახელდებული.აშკარად უნდა ვუშველო რამე,არ ძალმიძს გულზე ხელის დაკრეფა,ჩვენს დროში ასე არაფრის გამო,მარტო სიბრიყვით ვინ იჩაგრება!
XVჰოდა, ჩვენებთან თხოვნა მაქვს ერთი:ჩემი ბეგთარი გასცენ გირაოდდა აღდგომამდე სენ-ჟაკის გვერდითსაწერ-საოხად დაუქირაონმაგ არზის მუსუსს და ოქმის ტრფიალსერთი... რა ქვია... ისა... სარკმელი...ჟამიდან ჟამზე საამო ფრიად,
მისებრი თავის ღრმად შესარგველი.
XVIიტემ, ჟაკ-კარდონს - ატლასის შავიწამოსასხამი მხრებგასაშლელი,ხელთათმანები ძვირფასი ტყავის,ტირიფისა და მუხის ვაშლები,დიდი კასრებით ღვინო კრიალა,ხორაგეული დიდი გოდრებით,ერთი ხალიჩა - საკოტრიალო,ერთი პროცესი - გასაკოტრები.
XVIIიტემ, მიძღვნია სამი სეტერირაინდ რენიე დე მონტინინისთვის.ასიოდ ოქროს გავიმეტებდიჟან რეგიესთვის, მაგრამ, ვინ იცის,კარზე რამდენი მშიერი მადგას,იქით ისაო, აქეთ ესაო,თუ გადავყევი თვითეულ მათგანს,უკან დამრჩება სანათესაო.
XVIIIიტემ, დე გრინის, ზვიად ფეოდალს -ექვსი მწევარი, ყველა მგლისებრი,ორიც სასახლე მემკვიდრეობად,აწ ოდენ ლიბო, ნიჟონ-ბისეტრი.დავაქარსა და ვახშის პალადინსგანებივრებულს გრინის თვალყურით,მუტონს - მხურვალე ჩემი სალამიდა გულითადი ჩემი პანღური.
XIXჟაკო რაგიეს - პოპენის წყალი,ღელე, რომელიც არწყულებს ნახირს,პური და ხორცი, თევზი და მხალი,მარაგი ცხარის, მწუთხის და მჭახის.მოირგოს ტანზე ფლასები ბერის,შეუდგეს ,,გირჩში" სუსნას და ხუხვას,ღვინიან თასში ჩაალბოს წვერიდა მიაფიცხოს ფეხები ბუხარს.
XXჩემს ცნობილ შარვალს, გრძელს და გაინერს,არა სჭირდება პანეგირიკი.მარჟვენა ტოტი - მეტრ ბაზანიეს,მარცხენა - მონტენს, ანდა პირიქით.მათთან ფურნიეც ვახსენო ჯერარს,სადაც ალხანა, იქაც ჩალხანა,მე მას ვუტოვებ ჩემს უხმარ პერანგსდა იმ პერანგის ნახმარ ამხანაგს.
XXIჟან ტრუვეს, ყასაბს, ვუტოვებ ხვასტაგს,,,ერკემალს", ,,ძროხას", ,,ჯიღოსან კუროს",სინჯოს და თვალოს ჭრელ-ჭრელი დასტა,თანაც სიამოთ თვალები წკუროს.თუ ხსენებული ჭრელი ნახირიწაჰგვაროს ვინმემ ხსენებულ ყასაბს,შეიპყრონ ქურდი და არნახულისიბრიყვისათვის ანძუხზე გასვან.
XXIIსაეჭვო პირთა დოსტსა და ქომაგს,მცველთა ასისთავს - საჯავშნე რკინა,როცა კი შატლეს მომიწევს ჯდომა,ვთხოვ, ,,სამ სოსანში" დამიდოს ბინა.თვითონ მცველებმა, როგორც სჩვევიათ,ბნელში მოსინჯონ ღრიჭო რაც არი,ამა სიგელით მიმირთმევიამათთვის მათივე ნაბაცაცარი.
XXIIIპერნე მარშანი, რომელსაც ზოგილა ბარის ბუშის სახელით ბღალავს,მიიღებს ჩემგან ბედნიერ ლოგინს,სამიოდ შეკვრა ნოტიონ ჩალას.თავისი მრევლი მიჰგვაროს მუშტარს,თვითონ კი, როგორც დროდადრო ხდება,გაშლილ ჩალაში ჩაემხოს კუშტადდა ჩალაშივე ჩაიცხროს ვნება.
XXIVლელუს და შოლეს - მეზობლის იხვი,ეზოს გადაღმა თხრილში რომ ცურავს,ოღონდ მშივრებმა ნადავლი იქვერომ არ გაბრდღვნან და არ ჩანთქან მგლურად,გავატან შამფურს, მაყალს და მარილს,გარდა ამისა ჩავაცვამ ხამლებს,რომ თხრილთან ორი ნადირის კვალიარ ეცეს თვალში თვითეულ გამვლელს.
XXVიტემ, ბედკრული სამი ობოლი,სამი ნიბლია, სამი ნამლევა,უსახლკარონი, უახლობლონი,მტერმაც რომ ნახოს, შეებრალება.თუ არ გავუვსე საწყლებს მუცელებიდა სამოსელიც თუ არ მივეცი,უჭმელ-უსმელნი და ჩაუცმელნისულს გააფრთხობენ ამ სიცივეში.
XXVIჰოდა, ერთგული მათი მსახურიამ ობლებს, მარსოს, გოსუენს, ლორანს,ვუტოვებ სახლის მთელ ხარახურას,რომ ერთმანეთში გაიყონ სწორად.ერთხანს დაუცხრობს ეგ მესამედიმუცლის გვრემას და სიმწრის ხველებას,ოღონდ არ ვიცი, შორს თუ წავედი,ამ უბედურებს რა ეშველებათ.
XXVIIიტემ, ვუტოვებ სორბონის მიერმოცემულ დიპლომს და ჩემს წოდებასორ საწყალ კლერჟოს, ღატაკს და მშიერს,დიპლომს ამაოდ რომ ელოდება.ძნელია, მაგრამ გაივლის დრო დაშეიფერებენ ბოძებულ ხარისხს,ღაკი ლათინურს ამტვრევენ ცოტასდა შეუძლიათ წვალება ქნარის.
XXVIIIეს ორი კლერჟო გახლავთ ცნობილიმამა კოტენი და მამა ვიტრი,უხურთ შუბლები, შეუმკობელიეპისკოპოსის მაღალი მიტრით.მალე დავხურავ საკადრის ჯიღას,თუკი ორივე ცოტას შეიცდის,ოღონდ ეგ საქმე შემდეგში იყოს,კვლავ რომ მოვიცლი, ხოლო დღეისთვის
XXIXგდრის სახლიდან მიეცით ცენზიდა კიდევ ძველი და თავმომპალი,პაპის დროიდან ნადები სხვენზე(მღვდელმთავრის სკიპტრა!) დიდი კომბალი.იტემ, ჩიტუნებს, ვისი გალობაცავსებს ქალაქის მთავარ გალიას,ციხის უფროსის ცოლის წყალობაგადავულოცო, ჩემი ვალია.
XXXიტემ, ჰოსპიტლებს - აბლაბუდებითამოქარგული ჩემი სარკმელი,რომ არ გაცივდნენ საპყარ-კუტები,სააქაოდან ბარგასაკვრელი.წიხლი, მჯიღი და მსგავსი წამლები _სნეულ გლახაკებს და წვრილფეხობას,უშემოსავლო და მოსავლელიმე საკუთარი თავივ მეყოფა.
XXXIიტემ, ჩემს დალაქს - ჩემი თმა-წვერი,მისსივე ხელით ნაპარს-ნაკრეჭი.ხარაზს - ცალ-ცალი და ძველთაძველიჩექმის და ხამლის ყველა ნაგლეჯი.ჩემს მეძველმანეს - ჩემი ძონძები,წაიღოს, რასაც ნახავს წასაღებს,ოღონდ ბრმა მუშტარს თუ გამოძებნის,ვთხოვ, მთლად უხმარად ნუ შეასაღებს.
XXXIIვინმე კარმენი ან ჟაკოპენიმშიერ-მწყურვალი თუ დაძრწის სადმე,მივართმევ ღვინოს დიდი კოკებით,კურდღლებს, ყვერულებს, შებრაწულ ქათმებს.დააცხრებიან ხვავრიელ ალაფს,ღვთის ბოძებულს და მარხვის გასატეხს,მერე მეზობლის ფაშფაშა ქალებსდააოთხებენ, როგორც ფაშატებს.
XXXIIIიტემ, ჟან ლაგარს, პარიზელ ბაყალს,ახალთახალი მიერთვას ფილი,თორემ მის ფილში ქვეყანა ნაყავს,რითაც მთელ ოჯახს ადგება ჩრდილი.ხოლო ვინც ჩემი დასმენა სცადა,როც აიმ ბაღში მეც ვრგავდი ხეხილს,სენტ-ანტუანის ცეცხლსა და ღადარსმიფიცხებოდეს ორივე ფეხით.
XXXIVლუვიესა და მერბეფს - ულევი,როგორც იტყვიან, ოხრად, ჩეჩქივით,სპილენძის, ვერცხლის, ოქროს ფულები,ბუს კვერცხებიდან გამოჩეკილი.პიერ დე რუსვილს, გუვიეს დარაჯს _რეგვენთა პრინცეს განძი ურიცხვისაჩინო პოსტზე, მაგ პრინცეს კარად,თავდადებული სამსახურისთვის.
XXXVჩამოვამწკრივე დაუზარებლადსიგელის ოცდათოთხმეტი მუხლი,როცა სორბონის დიდმა ზარებმაგაბმული რეკვით მაუწყეს მწუხრი.ღამე მოსულა და ბურძგლავს ქალაქსდეკემბრის სუსხით. ცხრა საათია.ცოტა ხნით განზე გადავდებ კალამს.სულით და გუილტ ლოცვა მწადია.
XXXVIრა მომდის! როგორც ღვინით გალეშილსთვალთ მიბნელდება, აზრი მერევადა ვგრძნობ უცნაურ ამ სიმთვრალეში,რომ ქალბატონმა მეხსიარებამცნობიერების მთელი შრეები,გროვა სახეთა და ქვესახეთადაამწკრივა და თავის ვეებასკივრის წყვდიადში ერთად ჩახვეტა.
XXXVIIსკუპ! პოტენცია ესტიმატივე.სკუპ-სკუპ! გადაჰყვნენ დიდი პატივითსიმილიტივა და ფორმატივათავის პროსპექტივ-ოპინატივით,რომელთა მთელი ნაირგვარობადიდი ჯახირით, ბევრი დუდღუნით,არისტოტელურ სიბრძნის წყაროდან,სულ პეშვით მქონდა ამოზუთხული.
XXXVIIIჯადოთი შემკრა რაღაცა ძალამ.გარბის, ირევა, ისევ ეწყობა,ყალყზე დგება და გადადის მალაყსშეგრძნება, აღთქმა თუ ნებისყოფა.მთელი ამქარი როკავს და ცმუკავს,ყვირის, ზრიალებს, ხტის გამალებით.უცებ შედგნენ და... მოიქცნენ უკანბნელი ხვრელებით და ტალანებით.
XXXIXსანამ გაგრძელდა სვლა იდუმალიდა სანამ მწყობრში ჩადგნენ ყველანი,ჩაქრა სანთელი, ჩაქრა ღუმელიდა ჩაიყინა ბოთლში მელანი.ამით გასრულდა ეს ჩემი წიგნიც.ახლა კი ბნელში ხელის ცეცებითმოვნახავ ლოგინს, შევძვრები შიგნითდა ვალმოხდილი ძილს მივეცემი.
XLდაწერილ იქნა ზემოთქმულ თარიღსსახელოვანი ფრანსუას ხელით.ეს იყო კაცი უგროშოდ მჯდარი,ბუხრის ჭოკივით შავი და ხმელი.გასცა საჭურჭლე, სამკვიდრო სრული,ახლა კი ზის და აცეცებს თვალებს:ჯიბეში მხოლოდ სპილენძის ფულიჩარჩა და ისიც გაქრება ხვალვე.

ვიიონი ფრანსუა: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი