↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

პოეზიის დღე. პოეზიის ღამე

ჭანტურია ტარიელ

2009-09-121 წთ საკითხავი20036 ნახვა

—
პოეზია - ლენცოფა, შხამი თაფლი, კანფეტი...ხან - აკაკი, ხან - ვაჟა, ხან - ბოდლერი, ხან - ფეტი...
ხან - ნექტარი, ხან - ჭაჭა, ხან -ოცნება, ხან - ქალი...ზოგჯერ - ბნედა, ზოგჯერ - უცხო, უფრო ხშირად - კანკალი.
დახუნძლული სიზმრებით - ხან ღვიძლი, ხან - ძილი!მოუსვლელი სტუმარი. აუვლელი მანძილი!
ქვეყანა, დახურული ხან - კრამიტით, ხან ჩალით!ერთადერთი ანდერძი - გასისხლული ხანჯალი...
უღვთოდ გამეტებული - ხან გული და ხან - ტვინი!მთაზე ლოდის ატანა - სიკვდილივით ადვილი.
უიმედო იმედი - ხან ცოლი და - ხან შვილი!მუდამ მშვიდი - ღმერთივით. მუდამ - ნერვებაშლილი.
საოცნებო ოლიმპო - ნისლის თხელი პამპერსით!ხან - გოგრა. ხან - თრაკი. ხან - თაგორი. ხან - პერსი...
აირჩიე ერთ-ერთი - ან ღმერთი და ან ბედი...ან აკაკი. ან ვაჟა. ან ბოდლერი. ან ფეტი...
ჭანტურია ტარიელ

ჭანტურია ტარიელ: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი