↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

პირველი თებერვალი

ჭანტურია ტარიელ

2009-09-121 წთ საკითხავი20044 ნახვა

—
გადამირბინა კაცმა. გადმომირბინა ქალმა.გადმომირბინა ძეწნამ,გადამირბინა პალმამ, გადამიფრინდა ქორმა,გადმომიფრინდა ბატმა.გადაიფრინა წერომ -ცხრაათას ცხრაას ათმა.
გადაუარა სახეს მკრთალ-მეწამულმა ალმა.ძეწნა, ქალი და კაცი, ქორი, წერო და პალმა.
მოწყენილია ჯაბა. ცარიელია კიბე. დახეულია ჯუბა.მოპარულია „ჯიპი“.მოჩქეფს კედლიდან სისხლის. წვეთავს წადრიდან ცრემლი.
მარხავს სილაშიფალოსს დაგომეელი ტიპი.ქარი, ქარი, და ქორი. პალმა, პალმა და პალმა.გადამირბინა კაცმა. გადმომირბინა ქალმა.
იატაგანი. ფარი. ხონთქრის ვეება ცალმა.გადამირბინა ძეწნამ. გადმომირბინა პალმამ.
დნება ყინული მზეზე. ეცემა ალენ კალმა.ქორი, ქორი და ქარი. პალმა, პალმა და პალმა.
თვითნაც, „რენოც“ მისი - დაღუპა კაცი რალმა!წერო, კაცი და ქალი!ქალი, კაცი და პალმა...
ჭანტურია ტარიელ

ჭანტურია ტარიელ: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი