პოეზია · ლირიკა
პოლტავა
სარჩევი 16
პირველი სიმღერა
მრავალ სიმდიდრეს ფლობს კოჩუბეი,საქვეყნოდაა იგი ცნობილი,სკივრებში ბლომად აქვს ჩაწყობილიატლასისა და ბეწვის ჯუბები.უსასრულოა მისი ბაღები,დაუთვლელია მისი ჯოგები,მუდამ სავსეა მისი კოკებითაფლით და ღვინით, რძით და ნაღებით.მაგრამ არც ფაფარდაწნული ცხენით,არც ყირიმელთა ხარკით და ძღვენით,არც ბაღ-ვენახთა უწყვეტი რიგით,არც თვალუწვდენელ მინდორ-ველებით,არამედ შვილის მშვენიერებითდა სიქალწულით ამაყობს იგი.
მართალიცაა. მთელს პოლტავაშიდა არა მხოლოდ მთელს პოლტავაში,არაფერია მარიას ფასი,მარიასავით ნორჩი და ანზი.ტანწერწეტაა, როგორც ჩინარი,კიევის მაღალ გორაკზე მდგარი,წელის ტარებას ასწავლის ქარი,მკერდის ტარებას - ზვირთი მდინარის.ხან, როგორც გედი უკაცურ ტბაზე,ოცნებითაა იგი გართულიდა გაურკვეველ ფიქრებით სასეხან ირემივით დგას შემართული.მის მაღალ შუბლზე შავი თმის ჩქერიგადმოწოლილა, როგორც ღრუბელი,ხოლო თვალებში ვარსკვლავი მღერის,შვების მომგვრელიც და დამღუპველიც.მაგრამ მთავარი ისაა მაინც,რომ ამ მშვენიერ და უცხო ყვავილს,აურჩევია სულის სათავედგონიერება და სისადავე.ამიტომ ბევრის ფიქრია იგი,ბევრის წყლულია და ავდარია,მაგრამ ხუნდივით გაურბის გვირგვინს,უარით ხვდება ყველას მარია.სასიძოებიც ცვლიან ერთმანეთსდა აი, მაშვალს გზავნის გეტმანიც.ის მოხუცია. დატვირთეს წლებმა,ომების სისხლის შეახმა ირზე,მაგრამ ჯერ კიდევ ბობოქრობს ვნებადა მისი ტყვეა მაზეპაც ისევ.
ცვალებადია ყმაწვილის გული,უცებ ინთება და აუცებ იწვის,იგი გრძნობებსც ყოველდღე იცვლის,უცხოა მისთვის ტანჯვა და წყლული.მოხუცს კი გული სხვაგვარად უცემს,გაქვავებული განვლილი წლებით,ის არ ინთება წარმავალ ვნებითასე იოლად და ასე უცებ.გამობრძმენდილი ვნებათა ცეცხლში,ერთხელ არჩეულ გზას აღარ შეცვლის,რადგან ეს ცეცხლი, რას ნიშნავს, იცისდა მასთან ერთად ჩაქრება ისიც.ვეღარ პოულობს მარია ადგილს,თავის ოთახში უაზროდ დადის,მშობლების პასუხს ცახცახით ელის,ვით არწივისაგან დამფრთხალი შველი.
აღშფოთებული შემოდის დედა,იხუტებს ასულს მთრთოლვარე ხელით,ჩასწითლებია თვალები სველიდა ამბობს: ”ბილწი! ან როგორ ბედავს!მაგრამ ნურაფრის გექნება შიში,სანამ მე სული მიდგია პირში.არასდროს! ისე იხაროს ღმერთმა,როგორც ვერ ნახოს მან ჩემი ქალი.სად გაგონილა ნათლულის შერთვა,განა ესაა ნათლიის ვალი”?მარია შეკრთა. სახეზე უცებგადაეფარა სამარის ფერი,გამოეცალა საბრალოს ფუძე,დაუბზრიალდა თვალებში ჭერი,გადაუვარდა უმწეოდ თავი,ვეღარ შეაბეს მის დუმილს კარი,ვერ გაუდევნეს უჟმური ავი,სარეცლის თავთან ჯიუტად მდგარი.და როცა გონზე მოეგო ოდნავ,აღარც ესმოდა და აღარც გრძობდამშობლების ნუგეშს, ვაის და ვიშის,მისჩერებოდა თვალებში შიშით.სულს იბრუნებდა ცრემლით და კვნესით,აჩრდილად იქცა ლამაზი ქალი,არ მოუხუჭავს ორი დღე თვალი,არ უგემია ორი დღე ხემსიც.ორი დღე, ხოლო მესამე დილითვეღარ იპოვეს მშობლებმა შვილი.
ვერავინ ვერ თქვა: საით ან როდისწავიდა იგი, ალუბლის ტოტი,მხოლოდ მებადურს გაეგო ღამითქალის ჩურჩული და ცხენის ჩქამი.დილით კი ნახეს საკუთარ თვალითცვრიან ბალახზე რვა ნალის კვალი.
ოხ, არა მხოლოდ პირველი ღინღლიდა კულულები ყმაწვილი კაცის,არმედ ზოგჯერ: კუშტი და მკაცრიმოხუციც, შუბლზე კოპებს რომ იყრის,ნაოჭისა და ჭრილობის ხაზიშლეგი ცხოვრების დაღად რომ აზის,აავსებს ხოლმე ვნებიან ფიქრითსულს და გონებას ლამაზი ქალისდა სულ არ არის ეს მისი ბრალი.
კოჩუბეიმაც გაიგო მალე,რომ მისი გულის მზემ და ოცნებამფეხქვეშ აგიგო პატიოსნებადა ავაზაკის მინებდა მკლავებს.ოი, სირცხვილო! ალბათ, არავისარ დასცემია ამგვარი ზვავი,ვეღარ დამალა სიმართლემ თავი,შეუმოსავი და შემზარავი.უკვე ნათელი გახდა ყველასთვის,თუ რა ქარცეცხლში მდგარა ყელამდისმარიას სული, ოჯახურ ბორკილსრად გაურბოდა, უჩინარ თოკითვინ მიითრევდა, გულს რა ულევდა,რა ნისლით იყო თავშებურვილი,რატომ ხვდებოდა და ისტუმრებდათაყვანისმცემლებს მკაცრი დუმილით;რატომ უსმენდა გეტმანს ბავშვივითაღტაცებული და აღგზნებული,როცა მათ სახლში, მართლაც მეფური,სუფრა თვეობით იყო გაშლილი;ან მის სიმღერებს რატომ მღეროდა,შეთხზულთ ღარიბულ სიჭაბუკეში,ჯარის ჩამოვლას რატომ ელოდადა ბობღანების ღრიალს შუკებში;დროშების ქარსა და ფეხთა მტვერშირად ევსებოდა სიამით მკერდი,როცა ბრწყინავდა გურზი და კვერთხიმალოროსიის ბატონის ხელში.
კოჩუბეისაც ჰყავს მეგობრები,მასაც ხმლის ტარზე უდევს მარჯვენა,მისი სახელის გადასარჩენადმთელი პოლტავის დაბა-სოფლებიწარმოდგებიან და შეიძლება ისიც,რომ შეიღბოს მტარვალის სისხლით,შეგინებული მამის სახელითგაუპოს . . . მაგრამ სხვა განზრახვებითშეპყრობილია ამ წუთას იგი,უბედურებამ გაუწვრთნა ფიქრი.
ეს ის დრო იყო, როდესაც რუსეთსომების ცეცხლი ეკიდა გულზე,როდესაც მისი დიდების სისხამსდა გულში წლობით დაგროვილ რისხვასავაჟკაცებდა პეტრეს გენია.მას ბევრი სილა მოუთმენია,ბევრი სიმწარე აგემა ბედმადა ბევრი მახე დაუგო შვედმაც.ბოლოს თვითონაც ისწავლა ბრძოლადა გამოვიდა დიდების გზაზე.ასეა: ურო შუშას კი ამსხვრევს,მაგრამ ათმაგად ამაგრებს ფოლადს.
უკვე ფერწასულ დიდებით მოსილსუფსკრულზე ფეხი უცურდა კარლოსს,მოსკოვს ეძებდა ზარბაზნის ბოლში,რუსთა სალეწად დაედგა კალო.ქება-დიდებით გულგაბერილიმიიხვეტავდა ჩვენს ჯარს მტვერივით,მაგრამ იმ გზაზე ვიდოდა ისიც,რომლითაც ჩვენი ახალი მტერი,აწ მარტოოდენ ფერფლი და მტვერი,ვერ გახდა დაფნის და ხოტბის ღირსი.
უკრაინა კი ღელავდა უკვედა ედებოდა შუკიდა შუკებსგაღვივებული იმედის ალიდა ყველას გზისკენ ეჭირა თვალი:კარლოსისაგან ელოდნენ შველას,სახალხო ომი სწყუროდა ყველას,რომ გაქცეოდნენ რუსეთის ბორკილს,მოუშორებელს, გამძლეს და მოქნილს.ვერ ივიწყებდნენ სისხლიან წარსულსდა გაჰყვიროდნენ: ”გათავდა! არ გვსურს!დროა! ახლა კი დროა! ღმერთმანი!გეტმანო!” - მაგრამ დუმდა გეტმანიდა ისევ პეტრეს მხარეზე იდგა,უკრაინასაც მართავდა მშვიდადდა ძველებურად ილხენდა იგი,თითქოს ვერაფერს ამჩნევდა ირგვლივ.
ხალხი ღელავდა. ყველაზე მეტადახალგაზრდობა კიცხავდა გეტმანს:”რაღაა, წლებმა უკვე ჩაუქრესძველი სიმტკიცეც და სიჩაუქეც.რად უნდა, ნეტავ, კვერთხს რომ დაათრევს?უკანალს რატომ ში არ დაატევს?დღს შეგვიძლია, თანხმობა თუა,იმ ბინძურ მოსკოვს ვასწავლოთ ჭკუა.ძალაუფლება რომ მისცა ახლასამოილოვიჩს ან დორაშენკოს,ანდა პალეის და გორდეენკოს,ჩვენც აგვეწია, იქნება, მაღლაჩვენი დროშები და უცხო მხარეს,მშობლიურ კერის და კედლის გარეთარ ჩავლპობოდით ჩვენს კაზაკობას,მინდობილს რუსის ფიცს და მზაკვრობას”.თავისუფლების ჟინს აყოლილიახალგაზრდობა მსჯელობდა ასე,დავიწყებოდა მკერდშებოლილიწარსული, სისხლით და ცრემლით სავსე,დავიწყებოდა ძველი ტყვეობა,უუფლებობა და უმზეობა,ბოგდანის შებმა და შეჭიდება,მამა-პაპათა დროშის დიდება.მაგრამ სიბერე გზებს დიდხანს ეძებს,ეჭვის თვალია მეგზური მისი,რა შეუძლია და რას ვერ შეძლებს,მან სხვებზე ადრე და უკეთ იცის.როგორ იხილავს ზღვის წიაღს თვალი,თუკი ზღვას პირი შეუკრავს ყინვით?ვინ გახდა ღირსი გონების ძალითსულში ჩაღწევის, ჩაწვდომის, ხილვის?ვერავინ! ბნელში ჩაფლულა ფიქრი,როგორც ნაყოფი დათრგუნვილ ვნებისდა შეიძლება, რომ მტკიცე ნებითისევ ძველ ზრახვას ამწიფებს იგი.ვინ იცის? მაგრამ მაზეპას ახლაუფრო თამამად ეჭირა თავი,ამოდიოდა თანდათან მაღლასულის ფსკერიდან განზრახვა ავი.უბრალო იყო, გულისხმიერიდა მოთაფლული ხმით და იერითშეეძლო ეთქვა სხვათა სათქმელიც,ის იყო ყველა გზის წარმმართველი.მოხუცთან წარსულს ტიორად ისიც,თვითონ სდიოდა ცრემლები სხვისიცდა თოფშიც თვითონ უდებდა ტყვიასთავისუფლების მძებნელს და ტრფიალს;დაჩაგრულს გულში იკრავდა ძმურადდა საუბრობდა სულელთა ბრძნულად.და, ალბთ, ბევრმა არც კი იცოდა,მაზეპას გული რითი იწვოდა,როგორ მალავდა ვერაგულ ზრახვასდა თან განკითხვის ლესავდა ზრახვასმოულოდნელად რომ აღემართა,და თუკი ვინმეს ჯავრი ემართა,გადაეხადა. ჯავრი კი ჰქონდადა მისი გული სიამით თრთოდა,როცა იმ წუთებს წარმოიდგენდა,სხვას აღარაფერს არ დაგიდევდათ.არ არსებობდა სიწმინდე მისთვისდა არც სიკეთეს იმახსოვრებდა,ვერ შეეხედა თვალებში მზისთვის,უსიყვარულოდ განვლო ცხოვრება,მაგრამ მზად იყო სისხლი ეღვარა,სისხლში ჩაეხრჩო მთლი ქვეყანა,შორიდა ბოღმით უბღვერდა რუსეთსდა არც სამშობლო ეხატა გულზე.
არც კოჩუბეი არ მჯდარა უქმად,გამწარებოდა იმასაც ლუკმა.აკრაჭუნებდა სიბრაზით კბილებს:”დავინდობ ჩემი ასულის დილეგსდა ცეცხლს არ მივცემ შენს სახლს, წყეულო,მგელო ცხვრის ტყავში გამოხვეულო.არა და არა, შენს სისხლში გასვრაარ ეკადრება კაზაკის ხმალსაც.მოსკოველ ჯალათს უნდა მიგგვარო,დე, ჩემი ჯავრი იმან იყაროს,რას ნიშნავს მისთვის, შენც კარგად იცი,თავის მართლება, ხვეწნა და ფიცი.იქ, სარეცელზე ტანჯვის და გვემის,კვლავ გაიხსენე სიკეთე ჩემი,პატივისცემაც და მასლაათიც,რათა დასწყევლო დღე და საათი,როცა, ვერაგო, შვილს მინათლავდი;და ლხინიც, კერძს რომ თვითონ გირჩევი,პატიოსნების თასს რომ გივსებდი;და ღამეც, ჩემი სულის ნაჭერი,რომ დამიძიძგნე ბასრი კლანჭებით”.
იყო დრო, როცა ის და მაზეპაშესციცინებდნენ ერთმანეთს თვალში,ერთ ხმად, ერთ სუნთქვად და ერთ არსებადიდგნენ საერთო ცეცხლსა და ქარში.როგორც მარილი, პური, მირონი,საერთო იყო მათი გრძნობებიც,ერთ მხარეს ქუხდნენ მათი თოფები,საქმენიც, ქველნი და საგმირონი.გაგრძელებიათ მეგობრებს ლხინიცდა გულითადი სჯა და ჩურჩულიცდა მაზეპასაც, ხარბი და ფრთხილიდა მეამბოხე სულის კუნჭულიცგამოუხვეტავს და დაჩაგრულისგულისტკივილზე, კბილთა ღრჭიალზედა მოსალოდნელ ორმოტრიალზეცგადაუკრია სიტყვა მზაკვრული.ამგვარი ნდობა სუფევდა მაშინ,გამობრძმენდილი ბრძოლების კვამლშიდა ჰაერივით გაუბზარავი.დღეს კი. . . არ ძალუძს, ალბათ, არავისასეთი ზიზღი და სიძულვილი.დღეს კოჩუბეის ერთი სურვილიაცოცხლებს მხოლოდ, ის აძლევს სითბოს,მან აუღელვა სისხლიც ბებერი,რომ მისი შვილის შემგინებელიდაამხოს, ანდა დაემხოს თვითონ.
მაგრამ ჯერ მალავს თავის სიძულვილს,ბედის განაჩენს დანებდა თითქოსდა ვითომ მხოლოდ სიკვდილზე ფიქრობს,უკვე სამარის კართან მისული.ის მაზეპაზე არ ბრაზობს, არა,დამნაშავეა მისი ასული,ღმერთთანაც თვითონ აგოს პასუხი,მას კი თავს ზევით არა აქვს ძალა.მან დაივიწყა ზეცაც და წესიც,მანვე ჩააგდო ამ მწარე დღეში.
სინამდვილეში ბებერი მელათანამზრახველებს ეძებს და ზვერავს,ამგვარ საქმეში წინდახედულებს.მოუსყიდველებს და გაბედულებს,ცოლსაც გაანდო თავისი ფიქრი:რომ დაბეზღების მრისხანე წერილსდიდი ხანია ამზადებს იგი,რომ დიდხანს ვეღარ იხარებს მტერი.და სულწასული მეუღლე მისი,ყელამდე სავსე ქალური რისხვით,შურისძიების მწარე სურვილითმთლად ატანილი, ავი სულივითესისინება, ტირის, აქეზებს,ცეცხლზე ნავთს უსხამს, კიცხავს, აკვნესებს,ვერ გაუძლია, ირევა, იწვის,შემონთბია ცეცხლი დიადიდა კოჩუბეიც ღამის წყვდიადშითავის განზრახვას ანმტკიცებს ფიცით.
აჰა, გამოჩნდა თანამზრახველიც,მას ისკრა ჰქვია, მისი სახელისიმამაცესთან არის ჩაწნული.უკვე ახლოა მტრის აღსასრული,მაზეპასათვის დადგა ავდარი, -ასე ფიქრობენ, - მაგრამ სად არის,სად გამონახონ ისეთი კაცი,ამ დიდ საქმისთვის სულსაც რომ დალევსდა მაღალ პეტრეს, გეტმანის მფარველს,მათ ნამოღვაწარს დაუდებს თვალწინ?
მაშინ პოლტაველ კაზაკთა შორისყვლაზე მეტად კვდებოდა ერთიმარიასადმი ტრფობით და თრთოლვით,ის იყო მისი მზეცა და ღმერთიც.დილა იყო თუ საღამოს პირი,მდინარესთან თუ წაბლების ჩრდილშიმის გამოჩენას უცდიდა შიშით,ის იყო მისი დარდიც და ჭირიც.და თუ მოკრავდა თვალს ერთი წამით,უშუშდებოდა მტანჯველი წყლულიდა ევსებოდა პირამდე გულიბედნიერების თაფლით და შხამით.მას უიმედოდ უყვარდა იგი,უარს ერჩია, მოეკლა თავიდა განზე იდგა, როცა მის ყვავილსსასიძოები ეხვია ირგვლივ.და როცა ხალხშიც გავრცელდა სწრაფად,როცა ბოროტი და მწარე ხმებიმასხრად იგდებდნენ მარიას ამბავს,მას პირვანდელი ძალით და ვნებითუყვარდა მაინც, მაგრამ შემთხვევითთუ ახსენებდნენ მაზეპეს სახელს,ეკვეთებოდა საწყალს ფეხები,ეღრიცებოდა სიბრაზით სახე.
ვინ მიაჭენებს ცხენს ასე გვიან?მთვაის დალალი ვის მხრებზე ყრია?ვინ დაუფეთა ვარსკვლავებს ფიქრი?ვისი ცხენია, ასე რომ მიქრის?
ჩრდილოეთისკენ უჭირავს გეზიდა მიწკრიალებს კაზაკი დეზი.არ შეყოვნდება არც ერთი წამით,ვერ შეაფერხებს ხევი თუ ხრამი.
ბნელში მახვილი ავად ბრჭყვიალებს,უბეში სავსე ქისა ჩხრიალებსდა უბორძიკოდ მიფრინავს რაში,ფაფარგაშლილი ტრამალის ქარში.
კაზაკს ყოველთვის ჭირდება ქისა,ფეხმარდი ცხენის და ბასრი ხმლისა,მოტრფიალეა და მაინც ქუდიამწუთას მისთვის ყვლაფერს უდრის.
ქუდისთვის დათმობს ხმალსა და ოქროსდა ერთგულ ცხენსაც გასწირავს, ოღონდქუდში ნურავინ შეეცილება,თორემ თვითონაც შეეწირება.
რად უფრთხილდება ქუდს ასე, ნეტავ?მიტომ, რომ ქუდში აქვს ჩაკერილიმას კოჩუბეის მკაცრი წერილი,იგი პეტრესთნა აბეზღებს გეტმანს.
მაგრამ მაზეპა ვერც კი გრძნობს ხიფათს,მას მომავალი ბრძოლები ხიბლავს,ზალენსკიც გეგმას უხაზავს გეტმანსდა უკვე ტახტზე მჯდომარეს ხედავს.თვლიან, წონიან, გლეჯენ, ლესავენდა ამრავლებენ უნივერსალებს.გეტმანსაც სჯერა, მოსწონს, იფარებს,და შეჩვეული ღამის სიბნელეს,ფუსფუსებს, იღწვის შეთქმულთა ხროვა,სახალხო ჯანყი! გადაწყდა! დროა!მეფის თავითაც ვაჭრობენ უკვე,ვასლებს პირში უთვლიან ლუკმებს,ორლიკსაც უკვე გაუბამს ქსელი,მისი გაწვრთნილი ენა და ხელიყველგან აწვეთებს შხამსა და ბოღმას,კაცმა არ იცის, საიდან მოჰყავს,ან რას ჩურჩულებს გეტმანთან გლახა,ორლიკს ყოველთვის გვერდით რომ ახლავს.ან ამდენ საქმეს როგორ ახერხებს:იქით ბულავინს უშლის საღერღელს,აქეთ დნეპრელებს უღვივებს რისხვასდა კაზაკობაც იარაღს ისხამს,რომ გაიხსენოს ძველი ხელობადა მოსპოს პეტრეს თვითმპყრობელობა.არა, არ იჯდა მაზეპა უქმად,ჩაჰკირკიტებდა ჯიუტად რუკას:არ ივიწყებდა იგი არავის,ემუქრებოდა ბახჩისარაისდა ისევ რუსთა სოფლებს უსევდა,მას ვარშავში მეფე უსმენდადა ოჩაკოვოს კედლებში - ფაშა,რუსეთის ჯავრი ტანჯავდა მასაც.ხოლო კარლოსი ბანაკად იდგადა პეტრეს უკვე თავის ტყვედ თვლიდა.ვერ ისვენებდა მაზეპას სული,ვერ იოკებდა ჟინდა და სურვილს,მარჯვენის ქავილს და კბილთა ღრჭიალსდა აუცდენელს ასხამდა ტყვიას.
მაგრამ გენახათ, რა მოუვიდა,რა ხმა აღმოხდა ვერაგს გულიდან,როდესაც რუსმა დიდებულებმაგამოუგზავნეს დასმენის წიგნი;მაშინ კი მართლა დაიბნა იგი,მთლად მოუშხამა შიშმა გუნება.თუმცა ღირსეულ სასჯელის ნაცვლად,როგორც ღმერთთან და მეფესთან მართალს,კვლავ აფარებდნენ წყალობის კალთას,თვალში თვითონვე იყრიდნენ ნაცარს.და თვითონ მეფეც, ქვეყნის მპყრობელი,ამჟამად ომის ტვირთში შებმული,მაგრამ გულწრფელად აღშფოთებულიდა უყოყმანოდ უარმყოფელიცილისწამების, სიტყვას აძლევდა,რომ ყველას თავის კუთვნილს აწვნევდადა მოხედავდა ამ ბოროტებას,როგორც კი მთავარ მტერს აოტებდა.
და აკრუსუნდა მაზეპაც წამსვე,მეფეს წუხილით შესჩივლა ასე:”ღმერთმა ხომ იცის და ხედავს ყველა,რომ ჩემი გული მეფისთვის ღელავს,ოცი წელია მის ჩრდილში ვდგავარდა ერთგულების შარაზე მავალსმავსებს, მამაღლებს მისი წყალობა. . .ოხ, ბოროტება მართლაც ბეცია!შემეძლო, ზურგი რომ შემექციადიდებისათვის და სხვა გალობამესწავლა ახლა, სამარის კართან?კეთილშობილი სახელის გარდაარავითარი არა მაქვს ძალა.სტანისლავს ხელი მივეცი განა?ან უკრაინის ტახტზეც თავიდანარ ვთქვი უარი, როგორც უღირსმა?განა ავყევი სხვათა ბუკის ხმასდა შეთქმულების ბნელი კარვიდანყველა ბარათი თუ შეთანხმებათქვენ არ მოგართვით? დღეს კი რა ხდება?მას, ვინც არ აჰყვა ხანსა და სულთანსდა ვისაც მხოლოდ სიკეთე სურდათეთრი მეფისთვის და ვინც მის მტრებთანმართლაც ერთგული ძაღლივით ყეფდა,დღეს ღალატს წამებს ბოროტი ენადა თანაც ვისი? ხომ იცის ზენამ,იგი ორივეს მეგობრად თვლიდა. . .”ასე შესტირა ხელმწიფეს ფლიდმადა მაინც გახსნა სული ბოლომდის:ორივეს დასჯას ითხოვს, ბოროტი.მერე ვის დასჯას? ვისი ასულიცბებერ მკლავებში ჰყავს მომწყვდეული,მაგრამ არ ჰყვება გრძნობებს, წყეული,გულის კარი აქვს გადარაზული.”თავს დააბრალე, - ამბობს გეტმანი, -ბრიყვი ყოფილხარ სულმთლად, ღმერთმანი,თურმე ზურგსუკან მალავდი დანას,თავისუფლებას ეტრფოდი თანაც.მაინც რა გეცა? რას აპირებდი?საით გარბოდი? ვის იმედებით?ან იქნებ. . . არა, ვეღარც ეგ გიხსნის,სიცოცხლეს შვილიც ვეღარ გაჩუქებს,ახლა გრძნობები უნდა გაჩუმდნენ,რომ არ დაიქცეს გეტმანის სისხლი”.
ოხ, უბედურო! ოი, მარია!ჩერკესელ ქალთა მზევ და მშვენებავ,თუ იცი შენს თავს რა ავდარია?რა გელოდება? რა გეშველება?შენს ძუძუ-მკერდზე გველს უდევს თავი,გველს მინდობიხარ უმწეო კრავი,მისმა გარყვნილმა და მკაცრმა სულმა,გაურკვევლობის და ვნების რულმამთლად ჩაგითრია და ახლა შენთვისისაა პურიც, წყალიც და ღმერთიც,მისმა ჭაღარამ, მისმა ცბიერმადა მომნუსხველმა ხმამ და იერმაგადაგავიწყა მშობელი დედაც,არად ჩააგდე არც მამის ელდა,მაინც გაბედე, მაინც შესძელიდა ამჯობინე ეს სარეცელიმშობლიურ კუთხეს, ზრუნვას და ალერსს,მაგრამ მოტყუვდი და იგრძნობ მალე,რომ მან, ვერაგი ბებრის სიდინჯით,სიდარბაისლით და სიამაყითაგიბიბინა ყალბი ბალახიდა მიაძინა შენი სინდისი.შენც შესციცინებ თვალში ბავშვივით,გულავსებული შვებით და ლხენით,თავზე ევლები გრძნობააშლილიდა გსიამოვნეს შერცხვენა შენი;და უფრო მეტიც: ამაყობ კიდეც,ვით ამაყობდი უმანკოებით,შენ ჩამოგლიჯე სიმორცხვეს რიდედა შეამტვრიე ნაზი რტოები.
მაგრამ სირცხვილი რაა, ნეტავი?ან რას დააკლებს ენები ავი?თუკი მოხუცი ამაყი თავიმუხლებზე უდევს, თუკი გეტმანივერაფეს ამჩნევს, მის გარდა, ირგვლივდა ავიწყდება მშფოთვარე ბედიცამ მშვენიერი არსების გვერდით.არა, არაფერს არ დარდობს იგიდა მაინც მკრთალი ღრუბელი სევდისჩაწვება ხოლმე მარიას სულში,როს ელანდება ტირილი დედისდა მამის სახე, მკაცრი და კუშტი.მაშინ მარია თვითონაც ტირის,ოხრავს და კვნესის, ღელავს და იწვის,ჯერ კი არ იცის მთავარი წირი,რაც უკვე მთელმა ქვეყანამ იცის.
##მეორე სიმღერა
მაზეპეს გულში ისევ ქარია,ისევ მოაგნეს ჭმუნვის ღრუბლებმადა აღარც ესმის, ახლა მარიათვალებით რასაც ესაუბრება.ის სხვაგანაა, შორეულ მხარეს,სხვა მიწაზე დგას, სხვა ცის ქვეშ ცხოვრობსდა საწყალ ქალის ჩურჩულს და ალერსსმკაცრი დუმილით პასუხობს მხოლოდ.დამცირებული და დაბნეული,მარია ფეხზე წამოდგა წამსვე,აუცახცახდა ბრაზმა სხეულიდა მიახალა მაზეპეს ასე:”გამოიხედე, გეტმანო, წუთით!და მეც დამიგდე ცოტახანს ყური,შენ შემოგწირე უსიტყვოდ, გულით,რაც კი მებადა, კარგიც და ცუდიც.სანაცვლოდ მხოლოდ სიყვარულს გთხოვდი,არც მდომებია სხვა არაფერიდა სიყვარულის ცასი ნაფრენითავს ბედნიერად ამითაც ვგრძნობდი.არ მენანება ვინმე ან რამე,მაგრამ ხომ გახსოვს ის ჩუმი ღამე,როცა პირველად შემახე ხელი?სად გაქრა ახლა ის ვნება, მწველი?ან იქნებ აღარ გიყვარვარ? მაშინ. . .
მ ა ზე პ ა
ჩემო ძვირფასო, ბავშვი ხარ, ბავშვიდა უსამართლოც. მალე ეჭვებისულმთლად შეგჭამენ. ნუ შეეჭმევი,ნუ დაუჯერებ, რადგან შენს მეტიარავინ არ მყავს, ხოლო შენს გვერდითბედნიერბით მევსება გული,ძალაუფლებაც, დიდებაც, ფულიცუფერულდება.
მ ა რ ი ა
თვალთმაქცობ ისევ,ისევ მატყუებ და თუკი გისმენ,მხოლოდ იმიტომ, რომ მივხვდე იქნებ,რა დაგემართა, რა გიმღვრევს ფიქრებს.მივარდებოდი გუშინ თვალებში,დღეს კი გაბრაზებს ჩემი ალერსი,არც მე გახსოვარ, აღარც სახლისთვისაღარ გცალია და ვიღაც გლახის,თუ ვიღაც ლოთი მამასახლისისდა ჩემთვის დღემდე უცნობი ხალხისწრეში ტრიალებ და დაქეიფობ,მე კი, ოხ, თითქოს მართლა ტყვე ვიყო,ჩემს ოთახში ვარ გამოკეტილი,ყველაფერსა აქვს ქვეყნად წერტილი.ან ის ვიღაა, დულსკოის ქალი,იმ დღეს ხოტბას რომ ასხამდი მთვრალი?
მ ა ზ ე პ ა
ეჭვიანიც ხარ: განა შემფერისმე, ჩემს ასაკში, ქალების დევნადა უსაფუძვლო ოხვრა და ხვევნა?ან ვის რად უნდა კუროდ ბებერი?ეს ყმაწვილების საქმეა მხოლოდ,რომ თვალთმაქცობით, ბოლოს და ბოლოს,აცდუნონ ხოლმე სხვათა ცოლები,ყალბი გრძნობებით ანათრთოლები.
მ ა რ ი ა
არა, ჩემს კითხვას თავს ნუ არიდებდა მიპასუხე გარკვევით, სადად.
მ ა ზ ე პ ა
ყველაფერს გეტყვი, ყური დამიგდე,ამოიწურა დუმილის ვადაც.დიდი ხანია, რაც განვიზრახეთჩვენ ეთი საქმე და აი, უკვედარეკავს ჟამი და დაგვიძახებს,აგვიღრიალებს საომარ ბუკებს.დიდხანს ვითმენდით მონობის პატივსდა თავდახრილნი ვიდექით ჩრდილშივითომ მფარველი ვარშავის ხათრით,თუ თვითმპყრობელი მოსკოვის შიშით.ახლა კი დროა, რომ უკრაინაცთავისუფალი ქვეყანა იყოსდა არ უსმინოს სხვების დაირას,თავის დაირა არ ჰქონდეს თითქოს.ორივა მეფე თათბირობს ჩემთან,უკვე მზადა ვართ და, ალბათ, მალევიჭექებთ პეტრეს მეხად და ელდდდა გამოვიტანთ ჩვენს დროშებს გარეთდა იქნებ მართლა დავიდგა ტახტი,გარს მახვევია ერთგული ხალხი:დულსკაია, გლახა, იეზუიტი,მაგრამ სენ მაინც ნურსად ნუ იტყვი;თანამზრახველთა ხმა და ბარათიმათი წყალობით აღწევს ჩემამდი,აი, აქამდე რითი ვღელავდი,ეს იყო, დღემდე რომ გიმალადი.დამშვიდდი ახლა? შენი ფიქრებიხომ განიფანტნენ?
მ ა რ ი ა
მეფე იქნები?შენი მშობელი ცისა და მიწის?
მ ა ზ ე პ ა
შენი მტკაველითნუ ზომავ ხოლმე. იქნებ რა მელის,იქნება გულში რას ფიქრობს ღმერთი.
მ ა რ ი ა
არაფრის შიში არ მაქვს შენს გვერდითდა ვიცი კიდეც, რომ ტახტი უცდისშენს ძლიერბას.
მ ა ზ ე პ ა
ან იქნებ კუნძი?
მ ა რ ი ა
მაშინ მეც კუნძზე, მეც შენთან ერთად!თუმცა რას ვამბობ? გარკვევით ვხედავშენს მაღალ შუბლზე დიდების ნიშანს.
მ ა ზ ე პ ა
შენ თუ გიყვარვარ?
მ ა რ ი ა
ეგ რაღას ნიშნავს?
მ ა ზ ე პ ა
ვინ გირჩევნია: მამა თუ ქმარი?თქვი გულახდილად.
მ ა რ ი ა
ოი, უფალო!რად მეკითხები? ტყუილუბრალოდსულს რად მიწეწავ? ნუ ვიტყვით, არ ღირს,მე ხომ უბედურ მშობლების სახლიხალხს სალანძღავად ჩავუგდე პირშიდა, ალბთ, უკვე (ვერც მითქვამს შიშით)დაწყევლილიც ვარ, რომ მექცეს შხამადეს სიყვარული. . . .
მ ა ზ ე პ ა
ქმარი თუ მამა?რატომ გაჩუმდი?
მ ა რ ი ა
ფიქრიც კი მზარავს.
მ ა ზ ე პ ა
მითხარი მეთქი!
მ ა რ ი ა
გეყოფა! კმარა!
მ ა ზ ე პ ა
ყური დაიგდე: ვთქვათ, გაწყრა ღმერთიდა მოხდა ისე, რომ ორში ერთიუნდა გაწირო, ორივე ბედის,ორივე სული შენ ხარ მსაჯული,შენი ბრძნაებით ვართ მიჯაჭვულნიცგანკითხვის სკამზე. რას იზამ მაშინ?რომელს დაინდობ? ვის სახელს წაშლი?
მ ა რ ი ა
ნუ ხარ მაცდური და გთხოვ ძალიან,ნუღა მაწვალებ ასე. . .
მ ა ზ ე პ ა
მარია!
მ ა რ ი ა
რატომ გაფითრდი? რა მოგივიდა?ნუ მიბრაზდები: მსხვერპლად მივიტანშენთვის ყველაფერს, არც დავფიქრდები,მაგრამ მაშინეს შენი სიტყვები,აზრიც არა აქვთ არავითარი.
მ ა ზ ე პ ა
არ დაივიწყო, რაც დღეს მითხარი.წყნარი ღამეა, უკრაინული,კრიალებს ზეცა, როგორც ყინული,ბრჭყვიალებს, ფეთქავს ვარსკვლავთა რემა,ვერ მორევია ჰაერი თვლემასდა ვერცხლისფერი ფოთლები ალვისსულ ოდნავ თრთიან. ციდან კი კრძალვითდაჰყურებს მთვარე თეთრ ეკლესიასდა გეტმანების დიდებულ ბაღებსდა ძველ ციხესაც ბურანში ახვევს,და სიჩუმეა, როგორც წესია.ციხე კი შფოთავს, ჩურჩულებს ისევ,მის ერთ-ერთ კოშკში პატივაყრილიზის კოჩუბეი, დარდით დაღლილიდა სიმწრის ოფლი გადასდის პირზე.
დილით დასჯიან. დე, იყოს დილით!ზოგჯერ სიკვდილიც, თურმე, ტკბილია,რაა სიკვდილი? ნანატრი ძილი.არა, არც დარდობს, არც ეშინია.მზადაა ჩაწვეს კუბოში იგი,რაკი ბოროტი ბობოქრობს ირგვლივ,მაგრამ ამქვეყნად ხომ არის ღმერთიც?როგორ დაემხოს ბოროტის ფერხთითასე უსიტყვოდ, როგორც ცხოველი,და ასე როგორ დათმობს ყოველი:სულიც, სახელიც და მეგობრებიც,მისთვის მარადჟამს დაუდგრომლებიდა დაღუპულნი მისი მიზეზით;როგორ დაუდოს ნაჯახს კისერი,როგორ დალიოს სული ბებერიდა მტრის ზეიმი, დაუფარავი,ვით აიტანოს, თუკი არავინარ რჩება შურის მაძილებელი.
და გაახსენდა ტკბილი წარსული,პოლტავის ზეცა და სანახები,შინაურები, ამხანაგებიდა სიმღერები ნაზი ასულის;და ძველი სახლიც, სადაც ის გაჩნდა,სადაც სიცოცხლე ზეიმით ხარჯა,სადაც იგემა შვებაც და დარდიც,განცხრომის სიტკბოც და შრომის მადლიც;და ყველაფერი, რაც დღემდე ნახა,ნებაყოფლობით რომ დათმო ახლა,და თანაც ვისთვის? –მაგრამ ჟღრიალებსჟანგით შეჭმული ბოქლომი კარზე,ის უბედურიც ფხიზლდება წამსვე,გული ელევა და უფრიალებსდა ფიქრობს: აჰა, მოვიდა ისიც,მოძღვარი ჩემი სულის და სისხლის,ჭმუნვის ექიმი და ჯვრის მტვირთველი,მიმტევებელი და გამკითხველი,ჩვენგან მოკლული და დამარხული,ჩვენთვის ჯვარცმული ქრისტეს მსახური,მომტანი მისი სისხლის და ხორცისდა ნეტარების მომგვრელი ლოცვის,რომ მათი მადლით ნაზიარებიმშვიდად მივაპყრო სიკვდილს თვალები.აჰა, მზადაა, რომ ყოვლისშემძლესდახვდეს მორჩილი და მოღიმარი,გაანდოს დარდი და სატკივარიდა მიეხუტოს ბავშვივით მკერდზე,მაგრამ ნანატრი მოძღვარის ნაცვლადბილწი ორლიკი სწვევია სტუმრად,ისიც მიწაზე დაეშვა უმალდა მიახალა შემოსულს მკაცრად:”ისევ შენა ხარ? რა სურს მაზეპას?რომ წამიბილწოს ბოლო ლამპარიც?რომ ჩემი ბოლო თავშესაფარიცდააგესლინოს შენს ბილწ არსებას?რისთვის მოხველი?”
ო რ ლ ი კ ი
შენს დასაკითხად.
კ ო ჩ უ ბ ე ი
აკი დამკითხე, მეტი რა გინდა ?შემეშვი
ო რ ლ ი კ ი
არა. გეტმანმა ბრძანა,არ დავიშუროთ თავი და ძალადა გათქმევინო.
კ ო ჩ უ ბ ე ი
კი მაგრამ, რაღა?მე ვთქვი და მოვრჩი და ვიტყვი ახლაც,რაც გუშინ ვიყავ, ისა ვარ დღესაც:მზაკვარიც, ბილწიც, ვერაგიც, ქლესაც,ბოროტი სულიც. . . და რაც კი გინდათ;ხოლო გეტმანი წმიდაა, წმინდა,ცამდე მართალი. . .
ო რ ლ ი კ ი
გეყოფა, კმარა!დიკანკაში რომ ოქროებს მალავ,ის მიგვასწავლე. შენი მამულიცდა რაც რამე გაქვს გადამალული,გადაეცემა ჯარის ხაზინას.ასეა წესი, კანონის ძალითშენც აღასრულე ეს ბოლო ვალი:რაც შენმა ხელმა გაახაზირადა გადამალა, გვიჩვენო უნდა,რომ ამ ქვეყნიდან წახვიდე სუფთად.
კ ო ჩ უ ბ ე ი
მართალსა ბრძანებ: მე სამი განძი,დაცული გულის მიწით და ნაცრით,მქონდა ამქვეყნად, სამი ოცნება!ერთს ერქვა შვილის პატიოსნება,ბედნიერბის მზით რომ მავსებდა,მაგრამ მომპარა იგი მაზეპამ.მეორეს ერქვა ჩემი ღირსებადა მამდიდრებდა, მდიდარს ისედაც,მაგრამ წამართვა ისიც წამებამ,უბედურებამ და მწუხარებამ.და ახლა მხოლოდ ერთიღა დამრჩა,ისაა ჩემი ოქროც და ფარჩაც:შურისძიების სურვილი წმინდა!მას თან წავიღებ, ღმერთისთვის მინდა.
ო რ ლ ი კ ი
ბებერო, კმარა ფუჭი ყბედობა,ღმერთს, გირჩევნია, თხოვე შენდობა,განთიადს შენი სიკვდილი მოაქვს,რა გეხუმრება? ხუმრობის დროა?სად გადამალე, მითხარი, გისმენ,თორემ ჯალათი კართან დგას ისევ.
კ ო ჩ უ ბ ე ი
ბოროტო მონავ, რაღას მაწვალებ!სულის ამოსვლა მაინც მაცალე,კუბოში მაინც ჩამდეთ, ჩამაგდეთ,ჯერ გულზე ლოდი მაინც დამადეთ,და თუკი თქვენი გულიც გაძღება,მერე გაქექეთ შენ და მაზეპამჩემი სკივრები და სარდაფები,ჩაიმხეთ ფაშვში ჩემი ჩაფები,დასწვით, აჩეხეთ ეზოც და კარიცდა გაიყოლეთ თან ჩემი ქალიც:მარილის კენჭი და მატყლის ფთილა -სად რა დევს, გეტყვით ყველაფერს წვრილად.ახლა კი მართლა იწამე ღმერთი,მარტო მამყოფე სიკვდილის გვერდით.
ო რ ლ ი კ ი
ფული სადა გაქვს, თვალთმაქცო, ფული?თქვი, თორემ ბრაზით გასივდა გული,ან რა აზრი აქვს ხელს რომ აფარებ?იცოდე, უფრო იფუჭებ საქმეს,მე მითქვამს, შენ კი თავს დააბრალე.ამბობ თუ არა? ჯალათო, აქეთ!
რაღა ჯალათი უნდოდა, ბეჩავს!ოხ, ტანჯვის ღამევ, ქვესკნელის ხატო!მაგრამ გეტმანი სად არის ამდროს,სად ემალება სინდისი ქეჯნას?ის მიჯდომია მძინარე ნათლულს,მარიას სძინავს უზრუნველ ძილით,ის კი დასცქერის და ფიქრში გართულსსახეზე ადგა წუხილის ჩრდილი.ზის თავდახრილი და მოღუშულიდა ერთმანეთზე მწარე ფიქრებისულს უწეწავენ: ”რაღას ვუშველი!მაგრამ რაც უფრო მკაცი ვიქნები,მით უფრო კრძალვით შემხედავს მტერი.სხვა გზა არ არის, დამსმენის მტვერიქარს უნდა მივცე”. მაგრამ მაშინვეახალი ფიქრი ეხვევა გულზე,ახლა მარიას ბედი აშინებს,როცა მის ნეტარ განცხრომას უმზერს:”ოხ, ღმერთო, ამას რა ეშველება,ვერც გადაიტანს, საბრალო, ალბათ;ქვეყანას მოსდეს უკვე ენებმა,ან ვინ დამალავს ამხელა ამბავს.დილით კი ბასრი ნაჯახის ელვამოეფინება მთელს უკრაინას,რითი ჩავახშო, ან რანაირადხალხის ყაყანი, შფოთი და ღელვა.მე ახლა მივხვდი, მე ახლა ვხედავ,რომ ვინც ჩემსავით გასწირა ბედმადა ვინც სიმშვიდე არ მიიკარა,ის მარტო უნდა დახვდეს გრიგალსაც,მას ცოლის შერთვის არა აქვს ნება,სად გაგონილა ერთ ეტლში შებმაცხენის და ირმის? ეს დამავიწყდა,ამ გზაზე ფეხი მაინც დამიცდადა ახლა უნდა ვუხადო ხარკიამ სიგიჟესაც . . . ამქვეყნად კარგირაც კი არსებობს და რასაც ფასიარ დასდბია, ცხოვრების თასირითაც ტკბილდება - ამ საცოდვამამე შემომწირა, მე კი ოდნავაცარ ვზოგავ ახლა და ახლაც ვძარცვავდა შხამს ვუმზადებ, მადლობის ნაცლად”.ის ასე ფიქრობს, ხოლო მის გვერდითმარიას სძინავს უზრუნველ ძილით,ბაგე გახსნია და უთრთის მკერდი.მშვიდად, თანაბრად. . . მაგრამ ხვალ დილით. . .მაზეპა შეკრთა, წამოდგა წამსვე,მძინარეს ძალით მოსწყვიტა თვალი,სიზმრებთან მარტო დატოვა ქალიდა კვლავ მტანჯველი ფიქრებით სავსე,ბაღის ხეივანს დაუყვა ფრთხილად.საბეიდწერო ახლოა დილა!
წყნარი ღამეა, უკრაინული,კრიალებს ზეცა, როგორც ყინული,ბრჭყვიალებს, ფეთქავს ვარსკვლავთა რემა,ვერ მორევია ჰერი თვლემასდა ვერცხლისფერი ფოთლები ალვისსულ ოდნავ თრთიან, ციდან კი კრძალვითმიდამოს ზვერავს ფერმკრთალი მთვარე,მაგრამ მაზეპას ფიქრკი კვლავ მწარე:ვით ბრალმდებელთა მკაცრი თვალებიუტრიალდებენ სულს ვარსკვლავებ ი,მსაჯულებივით იქნევენ თავებსალვის ხეებიც, მათი ჩურჩულითსავსეა ბაღის ყველა კუნჭული;და ჩახუთულა ზაფხულის ღამე.
უეცრად. . . სუსტი კივილი. . . ოხვრა. . .ნიავს ციხიდან აქამდეც მოჰყვა.ის ხმა ნადირის ყმულისაც ჰგავდადა მიკიოტის გაბმულ ტირილსაც,ტანჯული კაცის კვნესასაც, ანდაგონება ისე გადაინისლა,რომ ნაფიქრალი წარმოიდგინა.მაგრამ აქამდე თუკი ითმინა,ვეღარ გაუძლო მაზეპამ ახლაც,ვეღარ მოთოკა წუხილის ტალღადა დაიყვირა იმ ხმით თვითონაც,რა ხმითაც ომის ცეცხლში ვიდოდადა აყრუებდა ცას და ქვეყანას,რათა მტრის ჯავრი ამოეყარა,როცა ქარივით გასული მინდვრადმიაგელვებდა ცხენს გამალებით,როცა ზაბელა და გამალეიდა. . . კოჩუბეიც მის გვერდით იდგა.
დაიძრა ბინდი და განთიადმაცის ტატნობს ოქროს კიბე მიადგა.გაბრწყინდა ველი, ყანა და მთები,მდინარის ზვირთმაც ცისფრად იალა,გაისმა დილის ჟღურტულა ხმებიდა გაიღვიძა ადამიანმა.
მაგრამ მარიას ჯერ კიდევ სძინავსდა ძილში ესმის, რომ ვიღაც ფრთხილადმიუახლოვდა და მორიდებითმოუთატუნა ფეხზე თითები.გამოეღვიძა, მაგრამ თვალებიმოაჭუტვინა მზის სხივმა წამსვედა საამური განცხრომით სავსემწაიჩურჩულა ზანტად, მთქნარებით:"მაზეპა, შენა?. . ." მაგრამ მარიასსულ სხვა ხმა ესმის, ფხიზლდება უმალ.ოხ, ღმერთო ჩემო! რა ამბავია?დედა დგას მის წინ. . .
დ ე დ ა
მარია, ჩუმად!მთლად ნუ დაგვღუპავ, თხოვნა მაქვს ერთი,ცრემლებითა გთხოვ, იწამე ღმერთი!დღესაა დასაჯა, შენ შესძლებ მხოლოდ,რომ შეუბორკო ხელები ბოროტს.უშველე მამას.
შ ვ ი ლ ი (შეძრწუნებული)
მამას? ვის მამას?ვის სჯიან? რატომ?
დ ე დ ა
სადა ხარ? ვინ ხარ?სასახლეში ხარ თუ ჭურში ზიხარ?უნდა იცოდე შენ სხვებზე მეტად,ქვეყანა როგორ შესტირის გეტმანს;უნდა იცოდე, რომ მისმა რისხვამგაუთავებელ ცრემლად და სისხლადგადაგვიქცია სიცოცხლე ყველას,ვიღას მივადგეთ? ვის ვთხოვოთ შველა?მეფეც მფარველობს. . . მაგრამ შენს დედასნუ გააწბილებ. . . თუმცა მეც ვხედავ,მაზეპა ოჯახს რომ გირჩევნია.ვითომ მშობლები მოგირჩენია,ნებივრობ მშვიდად, როცა ჩვენს თავზე,შურისძიების სურვილით სავსე,კითხულობს იგი სასტიკ განაჩენსდა აღრიალებს განკითხვის ბუკებს,მამაშენი კი კუნძთან დგას უკვე, 'გონს მოდი, შველა უნდა მამაშენს!გონს მოდი-მეთქი! ექმენ მფარველად,ჯერ კიდევ დროა, მარია, ჩქარა!წადი, ემთხვიე მუხლებზე მტარვალს,შესაგინებლად და დასალევადნუ მისცემ მის სისხლს. . . ოხ, ღმერთი თუა,შენ როგორ გეტყვის გეტმანი უარს,შენ ხომ გაწირე დედის ალერსიც,ღირსებაც, ღმერთიც. . .
შ ვ ი ლ ი
ღმერთო, რა მესმის!მამა. . . მაზეპა. . . და სათხოვნელადსაკუთარ შვილთან მოსული დედა.მართლა გავგიჟდი, თუ მძინავს, ნეტავ?
დ ე დ ა
არ გძინავს, არა! არც დაყოვნებაარ შეიძლება! არ უთქვამთ შენთვის,მამაშენმა რომ გასცა გეტმანი?(შენი გულისთვის გასცა, ღმერთმანი,ვერ აიტანა საწყალმა მეტი).მაგრამ თვითონვე დასწამეს ცილი,თავს მოახვიეს ახალი ჭირი,გადააბრალეს მზაკვრული ფიქრი,ამოუდაღეს სასა და ყელიდა აიძულეს წამებით იგი,რომ სიმართლეზე აეღო ხელი.ხელმწიფეც შეცდა და მისი თავიმტერს მისცა ხელში. . . ნუთუ არ იცი,რომ დღეს საქვეყნოდ, მთელი ჯარის წინუნდა აღსრულდეს განზრახვა ავი,როს აიწევა გეტმანის გურზი. . .ჯერ კი საბრალო ციხეში უზით.
შ ვ ი ლ ი
ოხ, ღმერთო, ღმერთო! დღეს. . . მამაჩემი. . .ჩემი სიცოცხლე. . . ჩემი გამჩენი. . .
და კოჩუბეის ტურფა ასულიდედის ფეხებტან წევს გულწასული.ეჯიბრებიან დოლებს ბუკები,ჭრელი ქუდების ტორგმანებს ტბორი,ეწყობა ჯარი და მწკრივებს შორისდაჰქრიან სწრაფი სერდიუკები.ბრბო კი გროვდება, ყაყანებს, ხვნეშის,ფანცქალებს გული, დიდდება თვალი,გზა, გაჭედილი კაცით და ქალით,მიიკლაკნება გველივით მტვერში.შუა მინდორში დგას ეშაფოტი,ირგვლივ ახალი ყრია ნაფოტიდა ეშაფოტზე, როგორც ხნძარი,დაძრწის ჯალათი, გაუმაძღარი.აჩქარებს ხარბი და ბილწი სული,სანათრელ მსხვერპლის მოელის მოსვლასდა ხან ლაყბობით თავს იქცევს ბრბოსთან,ხან კი სიმძიმეს ამოწმებს ცულის.უცებ ბუზღუნიც, ოხვრაც, ყაყანიც,ქალის კივილიც, სიცილ-ხარხარიც -ჩაჩუმდა, ჩაკვდა. გალურსულ ველზეფლოქვთა თქარუნი ისმოდა მხოლოდ,თვითონ გეტმანიც გამოჩნდა ბოლოს,ამხედრებული ყორნისფერ ცხენზე.გარემოცული ერთგულ ამალითმოქროდა მისი რაში, ფრთამალი.ხოლო ფორანი კიევის გზაზემიჭრიალებდა და ყველამ წამსვემისკენ მიაპყრო შემკრთალი თვალი:იქ, იმ ფორანში, ბოროტი ძალისუარმყოფელი და გადამტანი,ზის კოჩუბეი, ალალ-მართალი;და ისკრაც, მშვიდი და დიდებული,ბედს ბატკანივით შერიგებული.ფორანი შედგა. ამღერდა დასი,წამოიზლაზნა საკმევლის ბოლი,მხურვალე ცრემლით და გულის თრთოლვითგზას ულოცვავენ ტანჯულსებ ცაში,ხოლო ისინი მტრისთვის გოდებენ,ღმერთს ავედრებენ და აცოდებენ.გაქვავებული ხალხი, დიდძალი,და უნებურად მზერას არიდებსბრჭყვიალა ნაჯახს. აჰა, ავიდნენდა კოჩუბეიმ ბოლოს პირჯვარიცგადაიწერა და გაწვა კუნძზე,ბასრი ნაჯახიც გაბრწყინდა უცებ,გაგორდა თავი. . . აჰა, მეორეც.არც უბრალო ხალხს და არც მეომრებსარ ადევთ ფერი. ხოლო ჯალათმა,სიხარულს ახლაც რომ ვერ მალავდა,თავებს ქოჩრებში დასტაცა ხელი,და ბოლოს ცრემლით და სისხლით სველი,მაღლა ასწია - ბრბოს დასანახად.დასაშინებლად და გასალახად.
დამთავრდა დასჯა. გულგრილი ხალხიუკვე იშლება, შინ მიიჩქარის,ყველას თავისი ადარდებს სახლი,ყველას თავისი - ეზო-ჭიშკარი.დაცარიელდა მინდორი კიდეც,აქა-იქ თითო-ოროლად იდგნენ,როდესაც ორმა დაღლილმა ქალმაოხვრით, ბორძიკით გადმოსჭრა შარა;ჩამოხეოდა ორივეს კაბა,სეირის ხილვას ჩქარობდნენ, ალბათ."დაგაგვიანდათ", - უთხრეს და თანაცშუა მინდვრისკენ ანიშნეს ხელით:გუდა-ნაბადი აეკრა ჯალათს,დაფარფატებდა მის ნაცვლად მღვდელი,მუხის კუბოში ჩაჭედილ ცხედარსორი კაზაკი ფორანზე დებდა.
ილტვოდა იგი, რისხვად ქცეული,თავზარდამცემი ედო იერიდა საშინელი სიცარიელითეგვემებოდა მთელი სხეული.გამობერვოდა ძლიერი მკერდი,ოფლში ცურავდა მისი მერანი,სიტყვა ვერ უთხრეს გეტმანს ვერავინ,არ გაიკარა არავინ გვერდით.ტანჯავდა ეჭვი გულსჩასახულიდა შინ მისულმა იკითხა წამსვემარია, მაგრამ წუხილით სავსე,შეცბა, დაიბნა, დაფრთხა მსახური.ჯიუტი ეჭვი ტანჯავს, აშინებს,მარიას ოთახს ეცა მაშინვე,სიცარიელეს წააწყდა თვალი,ვერც ბაღში ნახა მარიას კვალი,ბუჩქებს ტყუილად ქექავდა იგი,სიცარიელე სუფევდა ირგვლივ.წასულა! ჩქარა! - და აი, უკვემიამტვერებენ გზებსა და შუკებსმისი ერთგული სერდიუკები.დიდი ხნით გაქრნენ მტვერში შუკებიდა ღობე-ყორეს დამაქცევარიველურ ყიჟინით მიქრის მდევარიოთხივე მხარეს და მთელი ძალით,ცხენებს მუხლებში ჩაუდგათ ქარი.
ყველას დააწვა წუხილის ლოდი,არ ჩანს მარია, მისი გზა-კვალიკაცმა არ იცის: რატომ ან როდისგაიქცა იგი. გულის კანკალითგზას გასცქერიან. წამს მისდევს წამიდა მაზეპასაც ერევა შხამი,გარინდებულა წუხილის ჩრდილში,მსახურებს გული უსკდებათ შიშით;ჩაკეტილია იგი ოთახში,ზის სარეცელთან და საცოდავიუხმობს მარიას ხვეწნით და ფიცითდა ჯოჯოხეთურ კოცონზე იწვის.
დილით მობრუნდა უკან მდევარიდა გუშინდელი მედიდურობის,რიხის, სიმკვირცხლის და მორთულობისარ მოჰყოლია არც ნახევარი.ჩამოფლეთილნი იყვნენ ყველანი,მტვერსა და ოფლში იდგნენ ყელამდი,მაგრამ ამბავი ვერ თქვა ვერავინ,ვერ უნახიათ მარიას კვალიც,მიწამ ჩაყლაპა საბრალო ქალი.
##მესამე სიმღერა
ვერავითარი სევდა და დარდივერ შეაჩრებს გეტმანის ლტოლვას.ის ისევ ძველი ბილიკით დადის,გადასახდელი აწუხებს ბრძოლა.ისევ ჩურჩულებს კარლოსთან იგი,ჯერ მისი რწმან არ დანგრეულა,ხალხში კი თავი მოაქვს სნეულადდა სასიკდილო სარეცლის ირგვლივიკრებს მკურნალებს, ოხრავს და კვნესის,რათა არიოს კვალი და გეზი.ათასმა შფოთმა, ვნებამ თუ სენმა,სევდის ჭიამ თუ სიბერის მტვერმადაუბეჩავა ხორცი და სისხლიდა აღსასრულის კართან დგას ისიც;ბოლოს ლოგინად ისიც ჩავარდა,სძლიეს ცოდვებმა და იარებმა,განმარტოება სურს მღვდელმთავართან,სთხოვს აღსარებას და ზიარებას.სურს აღასრულოს მან ყველა წესი,რომ ღმერთს სპეტაკი ჩაბარდეს ხელში,რომ საიდუმლო და წმინდა ზეთითგაიმსუბუქოს სული და ბედი.
დრო კი მიქროდა. მოსკოვის თრთოლვითდა მოუთმენლად იფშვნეტდა ხელებსდა ძველტა მტერთა საფლავებს შორისშვედს პირდებოდა დიდებულ ქელეხს.მაგრამ კარლოსის ზარბაზნის ბოლიმალოროსიის მოედო ველებს.აჰა, აღსრულდა! მაზეპა წამსვეფეხზე წამოდგა ჯან-ღონით სავსე,გუშინდელ ბეჩავს და მიხრწნილ ბებერსსადღა სცალია დღეს სასიკვდილოდ,ჯერ მტრების სისხლმა უნდა იდინოს!ვერაგი მტერი ჰყოლია მეფეს.კვლავ ძველებურად ამხნევებს მხედრებს,კვლავ სიამაყით უბრწყინავს თვალი,კისკისებს მისი მშიერი ხმალი,ძლიერი მტერი ჰყოლია პეტრეს.ვერც სიმარდეში ჯობნის ვერავინ,დესნასკენ მიქრის მისი მერანი.იმ კარდინალს ჰგავს, რომის ტიარამრომ მოურჩინა სულის იარა,სიბერის კუზიც რომ მოაცილა,სიბერის კუზიც რომ მოაცილა,კვლავ რომ აქცია ჯანსაღ ყმაწვილად.
უკრაინას კი ცეცხლი ედება,უკრაინაში შფოთი გრძელდება:"მან უღალატა, კარლოსის ფერხთითდადო მორჩილი ხმალი და კვერთხი".ერთმანეთს ცდიან, ზვერავენ ფრთხილადდა სისხლიანი თენდება დილასახალხო ომის.ძნელია დღესაც,აღწერო მეფის რისხვა და წყრომა,ტაძარი წყევლის მაზეპას ხროვას,ჯალათი ნაჯახს წინასწარ ლესავს.რადაც ბობოქრობს და უფრო მკაცრადსხვა გეტმანს ითხოვს, მაზეპას ნაცვლად;და ენისეის ნაპირებიდანისკრას სახლობა პეტრესთან მოჰყავთ,ცრემლსა ღვრის პეტრე, ბოდიშობს, ოხრავსდა რასაც ადრე დაპირებიადასჯილთ ათმაგად უსრულებს ახლა,ისევ დიდების კვარცხლბეკზე აჰყავსუკვე მოხუცი პალეიც, ვისცმაზეპას მტრობა უფრთხობდა ძილსაც.გადასახლების ავიწყებს წყვდიადს,საქმეს ავალებს ძნელსა და დიადსდა მასაც, რაკი მეფე ენდობა,უკრაინისკენ მიჰყავს მხედრობა.მძვინვარებს ჯანყი, დამაქცევარი,ძვირდება ხმალი და სატევარი.დაიწყე! მიდი! აქ ვართ! მზადა ვართ!ჯალათის ხელში ნაჯახი წვეთავს:თავს კვეთენ ჩეჩელს და მასთან ერთადზაპოროჟელთა გულად ატამანს.შენც, მოტრფიალევ ხმლისა და სისხლის,გვირგვინის ნაცვლად ჩაფხუტს რომ იდგამ,ტყუილად წვალობ, ვეღარც ის გიხსნის,ვერ იბოგინებ ამქვეყნად დიდხანს.
და დასძრა მეფემ თავისი ჯარი,გახშირად დოლი და გულთა ძგერა,პოლტავის ველზე პირისპირ მდგარიორი ბანაკი ერთმანეთს ზვერავს:ადრე მრავალგზის უკუქცეულმამებრძოლმა, მკაცრამა და ღირსეულმა,ისევ მიაპყრო მეტოქეს თვალი,დასაქცევ სისხლით წინასწარ მთვრალი.მტერს უთვალთვალებს კარლოსიც მკაცრადდა გულს უმძიმებს ბოღმა და სევდა,როდესაც ნარველ ლტოლვილთა ნაცვლადრუსთა დიდებულ მხედრობას ხედავს.დამჯერი, მშვიდი, მოქნილი, სწრაფი -ველზე გაწვრთნილი პოლკები დგანანდა აზიდულა საავდროს წარბი,გარინდებულა მრისხანე ძალა.კარლოსმა ბრძოლა დილისთვის ბრძანა.ღრმა ძილით სძინავს შვედების ბანაკს,მხოლოდ ერთ კარავს ვერ იპყრობს ძილი,ჩურჩული ისმის კარვიდან ფრთხილი.
"არა, ავჩქარდეთ, ახლა მეც მჯერა,რომ ვერ გავზომეთ რაღაცა კარგად,რაც ჩვენ გვინდოდა, ეს იმას არ ჰგავს,ვერ ვიხეირებთ, ორლიკო, ვერა.რაღა თქმა უნდა, შევცდი ძალიან,მაგრამ რას იზამ! ჩემი ბრალიადა რაც მომივა მართლაც ახია,ამიყოლია ბებერი ბალღმა,ასე არაა? ის ხომ ბალღია?ადრეც ვამბობდი და ვიტყვი ახლაც:ერთი გულადი, მარჯვე ბიჭია,და ნიჭიცა აქვს, ისიც ნიჭია,რომ ერთი-ორი მოიგო ბრძოლა,რომ მტერს მოჰგვარო შიში და ძრწოლა,რუს ჯარისკაცზე მარდად და ფრთხილადთავზე უეცრად დაატყდა ჭირად,დაიჭრა კიდეც და სხვებიც დასჭრა,მოსისხლეს სტუმრად ეწვიო ვახშმადდა გაეხუმრო ყუმბარის ღრიალს;ხვალინდელ დღეს კი განკითხვა ჰქვია,თავს ნუ იწუხებს, ხმალს ნუღარ ლესავს,ბდღვნად არ ეყოფა თვითმპყრობელ ვესაპს.მას სურს პოლკივით წარმართოს ბედიც,ანდა ხმალივით წელზე შეიბას,ბრმაა, ჯიუტი, სულსწრაფი, ცეტი,ყოყოჩიცაა და თავქეიფაც.მტერს ალღო უნდა აუღო დროზე,უნდა არჩევდე ძველსა და ახალს;რქა არ შერჩება მოჩხუბარ მოზვერს,მოიტეხს კიდეც, თვითონაც ნახავ.ქვეყნად არ არის ახლა სხვა ძალა,მტვრად რომ არ იქცეს პეტრეს ხელებშიდა მეც მრცხვენია, რომ სიბერეშიასე ავყევი ამ მაწანწალას,რომ დამაბრმავა მისმა გმირობამდა ერთგულების მივეც პირობა,ქალიშვილივით. . ."
ო რ ლ ი კ ი
ნუ ავჩქარდებით,ხვალ გამოჩნდება გზა უკეთესად.თუ გვენდომება, მე ვარ თავდები,რომ კვლავ აღვადგენ კავშირს პეტრესთან.ჩვენგან ზლეული, გონება თუ აქვს,შერიგებაზე ვერ იტყვის უარს.
მ ა ზ ე პ ა
ღმერთიც ვერ შესძლებს ჩვენს შერიგებას:ქვიშაზე ცხიე არ აიგება.ბედს სურდა ასე და ასეც მოხდა,დიდიხანია გულს მიწვავს ბოღმა,დიდიხანია. . . ერთხელ აზოვთანმეფის კარავში ვღრეობდით დიდხანს,აღარაფერი აღარ გვახსოვდა,დუღდა თასებიც, სისხლიც და სიტყვაც.უღმერთოდ სვამდა მეფის ამალა,ღვინო კი თასებს ისევ ავსებდა,რაღაც ვუთხარი მეფეს თამამად,პირი დააღეს ახალგაზრდებმა.გაცეცხლდა მეფე, დააგდო თასიდა ჩემს ულვაშზე იყარა ბრაზი,მუქარით მტაცა ულვაშზე ხელი,ჩამაყლაპვინა ცრემლები ცხელი,მომათოკინა რისხვაც და ელდაც,მაგრამ მაშინვე მივეცი ჩემს თავსშურისძიების ურყევი ფიცი,შურისძიების კოცონზე ვიწვი,მის აღსულებას ვნატრობ და ვუცდი,თან დავატარებს, ვით დედა მუცლითჩვილს დაატარებს. აჰა, აღსრულდა,ხვალ გაირკვევა, უფალს რაც სურდა,მაგრამ ისედაც ჩემი ცხოვრებაპეტრეს ბოლომდე ემახსოვრება.გაჩენილი ვარ მე პეტერს ჭირად,მე მის გვირგვინში ამოველ ეკლადდა ისიც დასთმობს ყველაფერს ქვეყნად,ოღონდ მაზეპა, ისე ვით წინათ,ულვაშით ჰყავდეს დაბმული ახლაც.დილა გაარკვევს ყველაფერს, ვნახავთ,დიდების სიხივი ვისკენ მიცურავს,ჯერ იმედს ნურც ჩვენ გადავიწურავთ.
გაჩნდა თუ არა სინათლის ზოლი,ყველა ქვემეხი ერთხმად აყეფდადა მეწამული მტვერი და ბოლიცისკენ დაიძრა მზის შესახვედრად.ამჭიდროებენ პოლკები რიგებს,მსროლელთა რაზმი საფრდება იქვე,მოფრინავს ჭურვი, სისინებს ტყვია,მინდორზე უკვე გმირები ყრია.ცეცხლი ედეგბა სანგრებს და თხრილებსდა გამარჯების საყვარელ შვილებსბასრი ხიშტებით სიკვდილი მოაქვთ,ღრიალებს ბუკი, შეტევის დროა,დაუქანცავი, ამტანი, მყარი,აჰა, დაიძრა ქვეითი ჯარიც,ზურგი რომ მისცეს კავალერიას,ყველგან ცეცხლია, ყველგან მტვერია,მაგრამ ცხადია, რომ ბრძოლის ბედიჩვენსკენ იხრება, იხრჩობა შვედი,ირევა, ილტვის და ითელება,ამოისუნთქეს ცოტა ჩვენებმაც.როზენს სიბრაზის ცეცხლი ედებადა შლიპენბახი უკვე გვნებდება.აჰა, გაქცევაც იკადრა შვედმა,წყალობის თვალი მოგვაპყრო ღმერთმა."გვვარავდეს ღმერთი!" - ბრძანა პეტრემაცდა გამოვიდა კარვიდან სწრაფად.ცხენი მოართვეს მეფეს მხედრებმა,მუხლზე იცემდა მერანი ფაფარს.ერთ რამედ ღირს ხელმწიფის ხილვა,მისი მრისხანე თვალების ბრწყინვა,მისი მიმოხვრა და წარბთა შეყრა, -ღვთის რისხვასა ჰგავს ჩამოსულს ქვეყნად.მორჩილად უცდის ერთგული ცხენი,ათრთოლებს ომის სურნელი ცხელი,იბრუნეს კისერს და აღვირს ღეჭავს.აჰა, მივიდა, შეეხო, შეჯდა,მიქრის, დაჭრილთა აცოფებს კვნესა,ეამაყება მხედარი ცხენსაც.
უკვე ახლოა შუადღის ხვატი,მიწას ალმური ცახცახით ასდის,ვით მიწის მუშა, ისვენებს ჯარი,ჩადგა საომარ მუსიკის ქარი,აღარ ყეფს მშიერ ზარბაზნის ხახა,დაცხრა, დამშვიდდა გრიგალის ტალღა,სისხლის მდინარე დატბორდა, დაშრადა მღელვარების დასაოკებლადუცებ რუსულმა იჭექა ვაშამ, -პეტრეს შეასწრეს თვალი პოლკებმა.
და აი, პეტრეც პოლკების გასწვრივმიქრის დიადი, შემძლე და მკაცრი,ლაჩართა რისხვა, გმირთა შემქები;და მოჰყვებიან უკან ლეკვები,პეტრეს ბუნაგში გამოზრდილები,ჭირსა და ლხინში გამოწვრთნილები,ამხანაგები, ძმები, შვილები,გული რომ მისცათ პეტრემ ლომური,მკლავი რომ მისცათ მხნე და შემტევი,აგერ ბრიუსი, აგერ ბოური,რეპნინიცა დაშერემეტევიც.
ჩამწკრივებულან პოლკები ლურჯად,მისჩერებიან განსაცდელს ურჩად.ატატებული მოჰყავთ კარლოსი,ომის სასწორზე სულსი დამდები,გარემოცული მთავარსარდლებითდა ჩაძირული ტანჯვის ხაროში;დაუფეხვია ჭრილობას იგი,თვალებს უაზროდ აცეცებს ირგვლივ,თითქოს დასაყრდენს დაეძებს წერტილს,ნანატრი ბრძოლის აღელვებს ბედი.ჯარი კი ისევ მის ნიშანს ელისდა გაიშვირა კარლოსმაც ხელი.
მაშინ რუსებმაც იშიშვლეს ხმალი,ამოანთხია ქვემეხმა ალიდა ატყდა ომი, პოლტავის ომი!გააფთრებული ლომს ეცა ლომი,გადათელილი ცოცხალი კედლითხორცი და ძვალი დაზვინდა მხედრის,რიგს ენაცვლება ახალი რიგი,თუჯის ბირთვები დახტიან ირგვლივ,სკდებიან, გლეჯენ, ანგრევენ, თხრიან,გვამებზე ისევ გვამები ყრია,ბრჭყვიალებს ხიშტი, მახვილი, შუბი,ღმუის ქვემეხი, იპობა შუბლი,გუგუნებს დოლი. იხევა მკერდიშვედის და რუსის, რუსის და შვედის,ოხვრა, თქარუნი, ჭიხვინი, კვნესა,ჭირის დღე ადგას კაცსაც და ცხენსაც,კბილდაკრეჭილი და ფერმიხდილიოთხივე მხრიდან მოდის სიკვდილი.
ხოლო სარდლები ფხიზლად და მშვიდადუთვალთვალებენ ომის მსვლელობას,წინასწარ ჭვრეტენ მარცხსა და ხიფათს,რადგან ესაა მათი ხელობა.მაგრამ ის ვინ დგას ხელმწიფის გვერდით?უძლური ჟინით ვის ეწვის მკერდი?ვისი ჭაღარის შუქი დგას ირგვლივ?ორ კაზაკს ფრთხილად უჭირავს იგიდა გამოცდილი მეომრის მზერაბრძოლის ველს ორბის სიხარბით ზვერავს.მისი ოცნება აღარ ახდება,ცხენს ძველებურად ვერ მოახტება,გმირი პალეი ლანდად ქცეულა,გადასახლებამ დაასნეულადა უკვე მისულს სამარის კართანბოღმა და ბრაზი, ვით ღამის კალთა,რად აფარია სახეზე ნეტავ?იქნება იგი მაზეპას ხედავს?იქნება ომის ცეცხლსა და კვამლშიმოსისხლე იცნო და სწორედ მაშინუსუსურობამ და უძლურობამმთლად მოუშხამა მოხუცს გუნება.მაზეპა იდგა ჩაფიქრებული,უთვალთვალებდა ბრძოლის ველს იგი,თანამზრახველთა მთელი კრებულიდა ახლობლები ეხვია ირგვლივ.უცებ ისროლეს და სროლის ხმაზეშემოტრიალდა მაზეპა წამსვე:მუშკეტის ლულა ისევ ბოლავდავოინაროვსკის უტყუარ ხელშიდა ორ ნაბიჯზე ვიღაც გორავდასაკუთარ სისხლში, ოფლსა და მტვერსი,ხოლო მომაკვდავ კაზაკის ცხენიველზე მიქროდა დაფეთებული,კაზაკს კი ხმლისთვის ჩაევლო ხელიდა სიძულვილით გაფითრებულიმაზეპასაკენ იწევდა ისევ,ზიზღი ეხატა მომაკვდავს პირზე.მიუახლოვდა მაზეპა ნელა,მაგრამ უცნობი კაზაკის სახეუკვე ქრებოდა და მისი ენაცძლივსღა ამბობდა მარიას სახელს.
უკვე ახლოა, ახლოა წუთიგამარჯვებისა! გავღუნეთ შვედი!ო, დიდო წუთო! ეს წუთი უდრისმთელ საუკუნეს! ბიჭებო, ერთიც!და აჰა, გარბის მტერი, ძლეული,ფეხდაფეხ მისდევს, რისხვად ქცეული,ჩვენი მხედრობა, გაცოფდნენ ხმლები,აღარ ეტევა მინდორზე მკვდრები.ზეიმობს პეტრე, მხნე და ამაყი,გაბრწყინებია დიდებით სახე.თასებში უკვე ბორგავს არაყი,უკვე სიმღერაც გაისმის მჭახე.თავის კარავში ღებულობს იგისაკუთარსა და შეპყრობილ სარდლებს,ტყვეებს წყალობის აფარებს კალთებსდა ადღეგრძელებს თავმოდგმულ ჭიქით.
მაგრამ მთავარი არ ჩანს სტუმარი,ჩვენი მრისხანე მასწავლებელი.სად ილტვის ახლა, ბედის მძებნელი?ახლა სად უდევს ქვის სასთუმალი?ანდა მაზეპა სადღაა, ნეტავ?მისი ძაღლები დღეს საით ყეფენ?რატომ ვერ ვხედავთ ცულის ქვეშ გეტმანს?სტუმრებში რატომ ვერ ვხედავთ მეფეს?
სტეპში მიქრიან ახლა ისინი,ფეხდაფეხ მისდევთ ტურის სიცილი.დააკავშირათ წყეულმა ბედმა, 'დღეს ერთი გზა აქვს კარლოს და გეტმანს.საფრთხე და ბოღმა ამხნევებს კარლოსს,ცხენს მიაჭენებს, მიფრინავს, ჩქარობს,დავიწყებია ჭრილობაც მძიმე,თავჩაქინდრული მიჰყვება იმედს.ასდევნებია ამალაც ძრწოლვით,რუსებისაგან ძლეულს და ლტოლვილს.
კარლოსის გვერდით მიქრის გეტმანიც,თან თვალი ფხიზლად უჭირავს გზაზე.აგე, ხუტორი. . . მაგრამ ნეტავი,რამ შეაშინა მაზეპა ასე?რად ააჩქარა მაზეპამ ცხენი?რად აუქცია უსიტყვოდ გვერდი?მიტოვებული და სევდის მგვრელიეს ღობე-ყორე, კარი და სვეტი,იქნება რამე ამბავს გახსენებს?თქვი, რა გაწუხებს და არ გასვენებს?ბედნიერების და მყუდროებისდა შეგინებულ უმანკოებისიცანი განა ძველი სავანე,შენ რომჯ მოსპე და დაასამარე?ადრე, ოდესღაც, დიდი ხნის წინათშენც ხომ მრავალჯერ მჯდარხარ აქ ლხინადდა გიყნოსია სუფრის ვარდები, 'გულგამთბარს ღვინით და ყურადღებით.ბაღიც ხომ გახსოვს? წყაროს ჟღურტულიც?და მოგოგმანე ნაზი ციცარიც?შენ ის ციცარი ღამით, ქურდულად,რომ გაიტაცე . . . გახსოვს იცანი!
ღამის ჩრდილებში ჩაფლულა სტეპი,ცახცახებს დნეპრის ცისფერი ზოლიდა დნეპრის პირას, ქარაფებს შორის,თვალს ატყუებენ რუსეთის მტრები.ძილს მისცემია გულმშვიდი გმირი,პოლტავის აღარც ახსოვს ზარალი,მაგრამ სულ სხვაა მაზეპას ჭირი,განუკურნელი და შემზარავი.არ მოეკიდა არაფრით რული,ვერ გაიყუჩა მწუხარე სულიდა აი, დაფრთხა დუმილი ღამის:ვიღაც ეძახის! ჩათვლემილს წამითკვლავ დაურუნდა სიფხიზლე წამსვე:წამოდგომია ვიღაცა თავზე,ხელს უქნევს ტანაც. . . და შეკრთა უცებ,ვით ეშაფოტზე, ცულის ქვეშ, კუნძზე.მის წინ დგას იგი, ჩამოხეული,თვალანთებული, ლანდად ქცეული,თმაგაწეწილი ტრამალის ქარით,განათებული ტანჯვით და მთვარით. . ."თუ სიზმარია?. . . მარია. . . შენა?"
მ ა რ ი ა
ჩუმად, ძვირფასო! ისედაც ვღელავ. . .მხოლოდ ახლახან დახუჭეს თვალიჩემმა მშობლებმა . . . საწყალი ქალი. . .
მ ა ზ ე პ ა
ოხ, უბედურო! ღმერთო! მარია!ეს რა მოგსვლია, რა ამბავია?
მ ა რ ი ა
ყური დამიგდე: რა მოიგონეს!უკეთეს ამბავს სად გაიგონებ?ეშმაკის ფეხი! ბოროტი! ავი!ვითომ მამაჩემს მოკვეთეს თავბი,მაჩვენა კიდეც, მაგრამ ღმერთმანი,მგლის თავი იყო, მგლისა! . . . ნეტავი,რა უნდა ჩემგან, რატომ მაწვალებს?ალბათ, იმიტომ, რომ ვანაცვალეშენს თავს ყველანი. . . რომ არ გავიქცედღეს შენთან ერთად . . . რატომ მამიწებს?რა უნდა ჩემგან?"მაზეპას ჩუმადეგლიჯებოდა ხორცი და ძვალი,მაგრამ უაზრო ფიქრებმა უმალკვლავ გაიტაცეს საბრალო ქალი:"თუმცა მეც ვახლდი ზეიმზე დედას,ის ველიც მახსოვს, ბრობცა და გვამიც. . .შენ კი არ ჩანდი. . . რას დავძრწი ნეტავ,რა მინდა მარტოს მინდორში ღამით?შინ წამიყვანე, ჩქარა! წამოდი!რა სულელი ვარ! ღმერთო, რა მომდის,სხვას მიგამსგავსე, მოხუცო, ბნელში,რა გინდა ჩემგან, შენ რაღას მერჩი,გამიშვი-მეთქი, გამიშვი ხელი,არ მომწონს შენი თვალები ბნელიდა დამცინავი. . . სხვა იყო იგი. . .მახინჯიცა ხარ, ხოლო მის ირგვლივშუქი ეფინა. . . სხვა იყო იგი. . .სიმები თრთთოდა, თბილი და ნაზი.თოვლზე თეთრია ულვაში მისი,შენს ულვაშზე კი შემხმარა სისხლი".აჭყივლებული სიგიჟის შხამით,ჯერიანივით მკვირცხლი და მარდი,გაიქცა იგი და მისი ლანდიუცებ ჩაყლაპა წყვდიადმა ღამის.
მოწყდა, დაიძრა წყვდიადის ზვავი,ცაზე პირველი სხივი იცინის, 'კაზაკთა ცეცხლმაც წამოყო თავი,ხორბალს ხარშავენ ცეცხლზე ისინი.იშორებს ძილის საბანს ბუნება,ჩრდილებს აფრთხობენ ცეცხლის ენები,ხოლო დარბანტებს დასარწყულებლადჩაუყვანიათ დნეპრში ცხენები.გამოეღვიძა კარლოსს: "ერიჰა!გათენებულა მაზეპა, ჩაქარა!რა დროს ძილია, ქვეყნის მტერი გვყავს!"მაგრამ მაზეპას არ სძინას, არა.სევდით გამძღარა, მტანჯველი სევდაუხუთავს სუნთქვას, ცხენს უხმოდ კაზმავსდა მიქრის ლტოლვილ მეფესთან ერთადდა უბრჭყვიალებს თვალები მკაცრად,მშობლიურ ქვეყნის საზღვარს რომ ხედავს.
ასი წელია მას შემდეგ, - წლებმაქვეშ მოიყოლეს, მოსპეს, დამარხესთავგანწირული ფიქრიც და ვნებაც,ის სითამამეც და სიამაყეც.გარდასულია თაობა მათიდა წაშლილია კვალიც და ლანდიც,სულის ნამცეციც და სისხლის წვეთიც. . .ყველანი მიწამ დათრგუნა ბოლოს.პოლტავის გმირო, შენ შესძელ მხოლოდდიადი ძეგლის აღმართვა შენთვის.იქ, სადაც ფრთიან წისქვილთა რიგიმინდვრებს ჯებირად არტყია ირგვლივდა კამეჩების ზოზინა ტბორიბალახობს გმირთა საფლავებს შორის, -საბრალო ნანგრევს იხილას მხოლოდ,დახავსებული კიბე და ორმოკარლოსის გამქრალ დიდებას ყვება. . .მაგრამ ამაოდ დაუწყებს ძებნასმაზეპას საფლავს, მისი სახელი,ბევრი ტანჯვის და ცეცხლის მნახველი,აღარც კი ახსოვთ. მხოლოდ ტაძარიყოველ წელიწადს ზარით, ზანზარითდასწყევლის ხოლმე და შეაჩვენებს.სამაგიეროდ ბევშვიც გაჩვენებთორი ტანჯულის მწუხარე საფლავს,სათუთად მოვლილს, ხოლო მათ ამბავსდიკანკის ძველი მუხნარი ყვება,მისი შრიალი ქვეყანას წვდება.მაგრამ მარია სად გაქრა, ნეტავ?რა დააწია, საბრალოს, ელდამ?თქმულებებს პირი შეუკრავთ თითქოს,ხმას არ იღებენ და ვიღას ვკითხოთ?მისი წამება და მისი ბედიწყვდიადითაა მოცული ჩვენთვის.და როცა სოფლად, მინდვრად თუ გზებზე,ბრმა მეფანდურე, წვითა და დაგვით,ამღერებს ხოლმე გეტმანის ლექსებს,ის მარიასაც ახსენებს გაკვრით.