პოეზია · ლირიკა
პორტრეტი
მთელი აგზნებით და მღელვარებითქარიშხლიანი მდომი ბედისა,ხანდახან მოსჩანს ის ელვარებითთქვენს შორის, ქალნო ჩრდილოეთისა!
ის ჩვეულ წესებს არ გაეტოლა,მიექანება უცხო მხარეში,როგორც ცთომილი კომეტის სრბოლამწყობრად განზომილ მნათობთა წრეში.
1828