პოეზია · ლირიკა
ყველა გზა რომში მიდის
ისევ მწყალობს ტაროსი, დარდი არ მაქვს ამინდის:ყველა არა - დღეს რომში მხოლოდ ჩემი გზა მიდის.მალე უნდა დავბრუნდე, კმარა - რაც ვიგრიალე,ჯერ კი ზღვასთან ჩაქვივით მელის აჩირეალე.მელის სირაკუზა და სასტუმრო და ჩინარი,მზე შინ შემოვიდა და ბავშვის მამაც შნ არი.ყველა გზაჯვარედინზე მელის მუნჯი მისანი:შუქნიშანის მაგიერ მხვდება კითხვის ნიშანი.ადრე, როცა ცა იყო უფრო უსუფთავესი,აუშენა უფალმა ყველას რომი თავისი.და მე შემირცხვენია ბაღი სემირამიდისდა გზა იგი, რომელიც ქუთაისში არ მიდის.2007