პოეზია · ლირიკა
თამუნია ქავთარაძეს
პირმოღუშული სახითააქ მრავალს ჩაუვლია ...შენ ამ ქალაქში რა გინდა,პატარა თამუნია?!
ქალაქი - დიდი იმედის!ქალაქი - ტყუპი მექის!დადიან ბრძნული ხველებითვეტერანები ჭლექის ...
მთაში ირემი აყვირდატირილი გაურია ...შენ ამ ქალაქში რა გინდა,პატარა თამუნია?!
სად უცხო ჭალაკი არიდა სად ვიწროში ბღავისარაგვი - არაგვიანი,იქ უნდა კრეფდე ყვავილს!...
პირმოღუშული სახითააქ მრავალს ჩაუვლია ...შენ ამ ქალაქში რა გინდა,პატარა თამუნია?!
ანანურზეით სოფელი ...წელში გაჩრილი წალდითტყეს წავა მამა მშობელი -მუშტისტოლაა დარდით ...
მთაში ირემი აყვირდატირილი გაურია ...შენ ამ ქალაქში რა გინდა,პატარა თამუნია?!
1960