პოეზია · ლირიკა
სასაფლაოთა მეურნეობა
ოთახის კართან, უპატრონო წითელი ძაღლი -ყურყუტებს ქარი და მგონია, აღარ წავა -აღარ ჩადგება.ზამთრის განიერ კალაპოტთან მუხლებზე მდგარი ცაუსტვენს : თოვა, ჩრდილოეთი,სკანდინავია.შემეძლოს ვწერდე ან უბრალოდ,შემეძლოს გწერდე,სულ უბრალო და სადა წერილს თეთრ ფურცელზე,ცისფერ გისოსებში დანწყვდეული შავი ჩიტებით -სიტყვებს,რომ გადაიწვა ჰორიზონტი მზის სეზონური ჩასვლებისგან.დროდადრო, როცა თეთრი დათვის თვალებიდანპოლუსებისკენ დაძრული ღამეები უშვებენ ღუზასდაცემული სიზმრებით დანაღმული კორპუსების წინ,სადაც მორცხვად ვცდილობდით ერთმანეთის წამოყენებასჩვენივე გამჭვირვალე და უსხეულო შეგრძნებებით,ახლა წერილები აწყობენ უმისამართო მარშსშეუღებავი ხის საფოსტო ყუთებიდან,მეხსიერების მეწამული შუშის მიღმა დარჩენილიმოგონებების მიმართულებით-ნუ გადაკვეთავ ხიდს,ხიდზე უნდა გაიარო,ხიდი უნდა გადაიარო.დიდი ხნის წინათ, ჩვენ შევთანხმდით,რომ ნებიესმიერ რიგით მოკვდავს შეუძლია სიმაღლიდან სივრცეში ხტომადა ჩვენც შევთანხმდით, არ გვესაუბრა რიგითებზე, ქვეითებზე, უჩინოებზე,მხოლოდ აწოწილ, დაფერდებულ წყვეტილ ჩრდილებზეღობის აქეთ და იქეთ მხარეს, ან იქეთ და აქეთ მხარეზე -პირობითია-ისეთივე პირობითი როგორც მაჯებზე გამავლიმოწითალო ვაგონების მიმართულება-გარეთ კედრების მწვანე ჩრდილში,ეკვდერის ქვის კედლის გადაღმა მარხავენ შობას-გილოცავ.