↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

რიხტერ

ჩხეტიანი ნათია

2008-05-121 წთ საკითხავი3990 ნახვა

—
გავიმეორო როგორც ყველამ : ”მამაო ჩვენო” ?!რომელიც ხარ (ან კი ან არა) -ხან კი, ხან არა.ამ მეწამული ალეგორიების ფართო მაგისტრალებში,ახლა ბევრად უფრო ჭირს გაღწევა,ვიდრე არსებული ბილიკების სივიწროვეშიდა ამიტომაც, ალბათ ,გესმით,ჩვენ რატომ გვხიბლავს ესოდენი სიმარტოვე:გავიხედოთ გვირაბის ერთი ბოლოდან მეორეში -დავანახოთ ერთმანეთს საკუთარი სიბნელე.ნუ დაიჯერებ!ყურდასაგდებიც არღარ არის სეისმოლოგებისცნობა, რომლებიც ყოველ ღამით იუწყებიანჩამოვხსნათ დალუქული სულები ჩარჩოებიდან დაზღურბლზე დავაწყოთ სხეულები,რომ უფრო ნაკლებად შევიგრძნოთ რყევა,რომ უფრო ნაკლებად შეგვაშინოს უხილავმა ბიძგებმა,რომლებსაც ქვესკნელიდან გვიგზავნიან(თუ ზესკნელიდან) საკუთარი ცოდვებისთვის,ვერნანახი დაცემული სიზმრებისათვის....და სავსე მაქვს ხელისგულები ცოდვათა ნუსხითრომელიც იწყება იუპიტერის ბორცვზე :” თავმაღლობით”და მთავრდება მთვარის ველზე ”ოცნებით”.იქნებ როგორმე გადავურჩეთ ნაშუაღამევს.მაგრამ რათქმაუნდა ჩვენ ვერ გადავრჩებით-მამამ დიდი ხნის წინათ ამოაშენაყველა, სივრცეში გამავალი საყრდენი კედელი.
დედა ზის არყით სავსე ბოთლით სავარძელშიდა ჩვენ,მის ფეხებთან მუხლებზე დამდგარნირიგრიგობით ვიმეორებთ:”მამაო ჩვენო,რომელი ხარ- ხან კი ხან არადა რომელიც ახლა უეჭველად ხარ”...
ჩხეტიანი ნათია

ჩხეტიანი ნათია: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი