პოეზია · ლირიკა
(ჰ)აერო
ვეზიდებით ერთმანეთისგან შორსდაგრეხილი ჰაერის თოკებს,რომელსაც ვსუნთქვავთ მონაცვლეობით,მე ერთი ბოლოდანშენ-მეორედან.ვამოკლებთ მანძილს და ვკვეთავთ ერთმანეთს იქ,სადაც მივყავართ სუნთქვების უკმარისობასცარიელი ფილტვებითა და სისხლიანი თვალებით(სავარაუდოდ შენს პერიმეტრში).ჩვენ ვწელავთ ტალღებს, ბგერების ხმაურსდა ვხუჭავთ თვალებს თითო წვეთის შეშხეფებისას...მერე ვიკიდებთ ზურგზე და ფეხებზე საკუთარ წარსულსრომელშიც ერთიმეორის მიყოლებით ჩავკეცეთ ერთმანეთიკაკლის ფოთლებთან ერთად...ვიმაგრებთ სამხრეებს დავსხდებით რუხი ღრუბლების დირიჟაბლში.
ნატყვიარ ცას ჰაერი ეპარება საფეთქელთან,ჩვენ კი ვსუნთქავთ ჰელიუმს დაგვმართავენ ორპირი ქარები ...