↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

სიბერის ჟამს საკითხავი

ჩხეტიანი ნათია

2008-05-121 წთ საკითხავი3991 ნახვა

—
ეს მერამდენედ, ვეღარ ვითვლი გიყოფ სარეცელს,ასობით კალო ღამეების სრულად ავლეწეთ.დღეს, მერამდენედ ირმის ნახტომს ვუმზერთ ლორნეტით?!ბნელი თეატრი, ვარსკვლავების უკრავს ორკესტრი.დღეს მერამდენედ მიმეორებ გაცვეთილ ფრაზებსდა მერამდენედ ამბორს მიძღვნი გაცრეცილ ბაგით?!ვიცი, რომ არ ღირს!(მაგრამ, მაინც ღირს!)ეს მერამდენე ზამთარია გვერდი-გვერდ, წყვილად...და მერამდენე წყვილი წინდა.თეთრად ნათევი ღამეები: ხვრინვა და ხვრინვა!მე ვფიქრობ, უკვე საკმარისად ვწიე უღელი,დროა მოსული წყლის ნაპირას ერთად მიგვაბან(უღელშებმული ხარებივით).აუჩქარებლად, ზანტად, ოდნავ დაღლილი მზერითმოგონებების ცოხნას მოვყვეთ გვერდისშექცევით.ამ სიბერის ჟამს, ალბათ, უფრო გვეპატიებაჩვენ, მცონარებით შეცოდება...მივალ, გეყრები!
ჩხეტიანი ნათია

ჩხეტიანი ნათია: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი