პოეზია · ლირიკა
სიმშვიდე და გარინდება (მთარგმნელი: ნაირა გელაშვილი)
მწუხრზე დამარხეს მზე მწყემსებმა უფოთლო ტყეშიდა მებადურმა ბალნიან ბადითამოზიდა გაყინული ტბორიდან მთვარე.
ლურჯ ბროლში ცხოვრობს ფერმკრთალი კაცითავის ვარსკვლავზე ღაწვდაყრდნობილიანდა მიიდრეკს თავის სიზმრების ძოწეულისკენ.
მაგრამ შეაკრთობს მუდამ ფრინველთაფრენა მომზირალს, საიდუმლო ლურჯი ყვავილის,მოახლოებულ სიმშვიდეს უკვე ახსენდება დავიწყებული:დაშრეტილი ანგელოზები.
ისევ მთვარიან ქვიანეთში აღამებს შუბლი.იქ სხივოსან ყრმადგამოჩნდება დაშემოდგომასა და შავ კვდომაში.