პოეზია · ლირიკა
სულის გაზაფხული (მთარგმნელი: ნაირა გელაშვილი)
წამოკივლება ძილში; ბნელი ქუჩაბანდებითმიგელავს ქარიდა დამსხვრეული ტოტების წიაღ კრიალით გვაძლევს ნიშანს: მიგვიხმობსგაზაფხულის წმინდა სილურჯე, მეწამული ნამი ღამისადა ქრებიან ირგვლივ ვარსკვლავნი.მწვანედ ბინდდება მდინარე და ვერცხლისფრად ძველიხეივანი და ქალაქის ციხე-კოშკები.ო, გაბრუება, ასე სათუთი,პატარა ნავში, უხმაუროდ რომ მისრიალებს,და შაშვების ბნელი ხმობანი ბავშვობის ბაღჩა-ბაღებში და უკვე შუქშია ვარდისფერი ყვავილეული.
საზეიმო გუგუნი წყალთა. ო, ტენიანი ჩრდილები ველზე,და ცხოველი, რომ მიაბიჯებს;მწვანეგამჯდარ ყვავილთა რტოებსბროლის შუბლი ეხება ნაზად; შუქში მკრთომი პატარა ნავი.ბექობის თავზე ჩუმად ხმიანებს მზე ვარდისფერი ღრუბლების წიაღ,დიდი დუმილით დუმს ნაძვნარი, დინჯი ჩრდილებიმდინარის პირას.
სიწმინდე! სიწმინდე! სადღა არიან ბილიკები სიკვდილისანი,შემაზარებნი,გზები დუმილის, ცივ-ქვოვანნი,კლდეები წყალშიდა წრიალი მშფოთვარე ჩრდილთა. მზის უფსკრული სხივმოელვარე.
დაო, როდესაც გიპოვე შენ ტყის ეულ შუქშიდა შუადღე რომ იდგა ვრცელი და დიდი იყო დუმილი მხეცთა,თეთრი არსება ველურ მუხებქვეშ. და ვერცხლისფერადყვავილობენ ეკალ-ბარდები.ძლევამოსილი გარდაცვალება და ცეცხლი - გულში ამღერებული.
და კიდევ უფრო ბნელად ევლება გარს წყალითევზთა ლამაზ თამაშებს.ო, მწუხარების წუთებია და მზის შემოხედვა - მბრწყინავ-მდუმარე.უცხო რამ არის სამშვინველი დედამიწაზე. სასულიეროლურჯი მიმწუხრი ჩაეღვრება ტყეს ხშირტევრიანს.ბნელი რამ ზარი ზრიალებს სოფლად. მშვიდობიანიგაცილება. და წყნარად ყვავილობსმირთი მკვდრის თეთრ ქუთუთოებზე.
ნაშუადღევი მიიდრიკა. წყლები უჩუმარ ხმებს გამოსცემენდა უფრო მუქად მწვანდებიან ტყეთა სულდგმულნიმდინარის პირას.სიხარული ვარდისფერ ქარში.ძმის სათუთი საგალობელი მწუხრის ბექობთან.