↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

ყრმა ელისს (მთარგმნელი: ნაირა გელაშვილი)

თრაკლი გეორგ

2012-08-121 წთ საკითხავი1721 ნახვა

—
ელის, შაშვი რომ დაიძახებს დაბურულ ტყეში,ეს არის შენი აღსასრული.ბაგენი შენი ლურჯი კლდის წყაროს სიგრილეს სვამენ.
დაეხსენ, უხმოდ როს გეღვრება შუბლიდან სისხლადჟამგადასული ლეგენდებიდა ბნელი აზრი ფრთოსანთა ფრენის.
შენ კი შედიხარ ღრმა ღამეში რბილი ნაბიჯით,რომ დაკიდულა ძოწისფერი მტევნებით სავსე,და სილურჯეში უფრო ლამაზად დაფარფატებენ ხელები შენი.
ეკალბარდი კვნესის,სადაც შენი მთვარიანი თვალებია.ო, ელის, ელის, რახანია უკვე მკვდარი ხარ.
და სუმბულია შენი სხეული,სად ცვილის თითებს ჩაძირავს ბერი,შავი გამოქვაბულია ჩვენი დუმილი.
იქიდან ზოგჯერ მშვიდი ნადირი გამოდის გარეთდა მძიმე ქუთუთოებს ნელა დახრის ძირს.შენს საფეთქლებზე შავი ნამი მოჟონავს, ელის,ოქრო, ჩაშლილ ვარსკვლავთა, უკანასკნელი.

თრაკლი გეორგ: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი