პოეზია · ლირიკა
ჭაობთან (მთარგმნელი: ნაირა გელაშვილი)
მოხეტიალე უკუნეთ ქარში; ჩუმად შრიალებს მშრალი შამბნარიჭაობის მწვანე სიწყნარეში. ნაცრისფერ ზეცასველურ ფრინველთა მწკრივი მისერავსშავი წყლების გადაკვეთაზე.
გამოღვიძება. დაქცეულ ქოხშიხრწნა აშლის შავ ფრთებს.ქარში ოხრავენ გონჯი არყები.
მწუხრი ტრაქტირში, ყველასაგან მიტოვებულში.გზა შინისაკენ შეიბურებანაზი წუხილით მობალახე ჩუმი ნახირის.