↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

* * * ო, დონა, დონა, რახანია - ჯვარზე გასაკრავ (მთარგმნელი: ჯემალ აჯიაშვილი)

ბუონაროტი მიქელანჯელო

2011-08-121 წთ საკითხავი1516 ნახვა

—
ო, დონა, დონა, რახანია - ჯვარზე გასაკრავჩემს ტანჯულ სხეულს ტვირთად აწევს ეს გამოცანა,თუმც ჩემი სული გამოფიტა და გამოცალაქვასთან ბრძოლამ და ულმობელმა დრომ და ასაკმა.
მე, ფრთებშეჭრილი, ფრენისათვის ვინ დამასაქმა,გთხოვ, ამჯერადაც მაპატიო ხელის მოცარვა,თუ წრფელი გულით მორთმეულმა ამ საბოძვარმადღემდე ვერ შესძლო საკადრისად შენი ასახვა.
ხალხი მაინც ბჭობს, ენამზეობს, ფეხქვეშ მეგება,თითქოს ეს ჩემი უღიმღამო შემოქმედებამშვენიერების საუკუნო ძეგლად დარჩება.
ეჰ, ჩემო კარგო, მშვენებასაც წლები გაქელავს,რადგან ბუნებას - დიდოსტატის უკვდავ ნახელავს -წესად არ მოსდგამს მომაკვდავის გამოსარჩლება....

ბუონაროტი მიქელანჯელო: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი