↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

* * * ო, სიბნელეო, შენეული რიდე და ფარდა (მთარგმნელი: ჯემალ აჯიაშვილი)

ბუონაროტი მიქელანჯელო

2011-08-121 წთ საკითხავი1513 ნახვა

—
ო, სიბნელეო, შენეული რიდე და ფარდა -ღამე, რომელიც მაშვრალთათვის დია მარგია, -მიყუჩებს ყოველს, როგორც ძილი და ლეთარგია,ფიქრის და განსჯის, ქმედების და ოცნების გარდა.
შენდა მოვილტვი, დღენიადაგ გარჯაში ვარ დახილვებს, რომელთა საიდუმლო შენში მარხია,იჩემებს ფუყე სინამდვილე, ვით თვითმარქვია,რომ შთაგონებას შეახოცოს ბინძური კალთა.
აწ განმარიდე სალმობანი, ამასღა გვედრი,შემიმსუბუქე ულმობელი წერა და ხვედრი,სიკვდილის დაო უმრწემესო, -მწუხრო და ჩრდილო, -რომ სიხარულად მოაქციო დაღლილი მრევლი,წაჰგვარო დრო-ჟამს უნუგეშო სნეულის ცრემლიდა დავიწყებას - ხელოვანის ფუნჯი და ტილო...

ბუონაროტი მიქელანჯელო: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი