↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

* * * ქვის გაცოცხლება მარტოოდენ ცეცხლის ხვედრია (მთარგმნელი: ჯემალ აჯიაშვილი)

ბუონაროტი მიქელანჯელო

2011-08-121 წთ საკითხავი1523 ნახვა

—
ქვის გაცოცხლება მარტოოდენ ცეცხლის ხვედრია,და რაკი ცეცხლი შესაქმისა არ მთმობს აროდეს,მწადს ქმნილებაში გაზაფხულად ამოწყაროვდეს,რასაც ქვის გულში ზამთარივით ჩაუხედია.
რას იზამ, სულო, უმზეობა ჯოჯოხეთია,სჯობს ქვად იქცე და ქვადქცეული მზის შუქს სწყალობდე,ვიდრემდე მიწის საწყაოდან ცის საწყაომდეშენც მოგიწყავდნენ ჯოჯოხეთურ წვას და ხეტიალს.
იწვის, კვლავ იწვის ანთებული ჩემი საყდარიდა ცაზე, როგორც უკვდავების ბაირახტარი,ტრიალებს ჩემი ბედისწერის დაღლილი ეტლი.
გრძელდება ქვასთან პაექრობა, ისმის ხახუნი,რომ ცეცხლით იშვას სიყვარული ჯერარნახული,ვითარცა ჩემი ხელოვნების წილი და ხვედრი...

ბუონაროტი მიქელანჯელო: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი