↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

* * * ქმნილება შემქმნელს იმეორებს ხშირად და მალმალ (მთარგმნელი: ჯემალ აჯიაშვილი)

ბუონაროტი მიქელანჯელო

2011-08-121 წთ საკითხავი1517 ნახვა

—
ქმნილება შემქმნელს იმეორებს ხშირად და მალმალ,მხატვარს მისივე ნახელავი გასცემს ანაზდად:ნაწერი ამხელს გადამწერის ანაბანას დაოსტატის სულის მოძრაობა - ქვასა და მარმარს.
მე კი რა ვკადრო - მწუხარების მარადმა ქმარმა -სახეს, რომელიც ქმნილებაში ასე განაზდა:ხარ ანგელოსთან წილნაყარი, თუ სატანასთანდა შთაგონებას გინაწილებ ფუჭად და არმად?
იწუხებს სული უპოვარი, სული ჯვარცმული -უძღები ვნებით ძალმიხდილი და განძარცული -და მწუხარების საზღაურად ცრემლებს მოისთვლის.
და სიყვარულიც - ცვალებადი მარტის ტაროსი -ნაადრევ სხივებს გადმოაფენს მიდამოისთვისდა ისევ ტკივილს აბატონებს ამ სამყაროში...

ბუონაროტი მიქელანჯელო: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი