↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

* * * შენი თვალები მაგონებენ ჯადოსნურ სარკეს (მთარგმნელი: ჯემალ აჯიაშვილი)

ბუონაროტი მიქელანჯელო

2011-08-121 წთ საკითხავი1526 ნახვა

—
შენი თვალები მაგონებენ ჯადოსნურ სარკეს:როს სიყვარული გვაოგნებს და გვაქცევს მუნჯებად, -ცრემლს ირეკლავენ მწუხარების დასაუნჯებლადდა სულის ყოველ სატკივარზე ყვებიან ცალკერძ.
შენმა სიტყვებმა, მბრძანებელო, მაქეს და მამკეს,არც მე მიცდია უბრად ყოფნა და გაურჩება,თუმც იჭვით მთვრალი რანაირად გადაურჩებაცნობიერების სიღრმეებში მოსროლილ ანკესს...
შეჩერდით, ცათა მხედრობანო, მნათობნო, - ვიდრემცაუხდებოდეს საწადელი საწუთროს მკვიდრებს, -დე, სული შეძრას სიყვარულის მსუბუქმა ზვირთმა; -
რომ ქვეყნის ძალნო, - იდუმალნო და განგებითნო, -მოჯარდეთ კვლავ და ჭაბუკური ცეცხლით შევითნოჩემს დაღლილ მკერდზე ღვთაებრივი მშვენების მირქმა.

ბუონაროტი მიქელანჯელო: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი