პოეზია · ლირიკა
* * * ციმციმებს ცივი სილამაზის პირქუში ხატი (მთარგმნელი: ჯემალ აჯიაშვილი)
ციმციმებს ცივი სილამაზის პირქუში ხატი,მისი სუსხი და შეუვალი მისი რაობა -ეს ხაზგასმული გულგრილობა და უძრაობა -მეტყველია და მიმზიდველი, ვით ანდამატი.
აქ წაშლილია ქვეყნიური წუნი და ზადი:ჩანს, წარმავალთა საკრებულო - მხატვრის ნაოფლარხელს მიენდო და უკვდავებას გაესაუბრა, -ხელთუქმნელია, ჭეშმარიტად, მშვენება მათი.
რატომ გვატყვევებს, მარმარილოვ, კელაპტროსანისახე სათნო და მშვენიერი, როგორც შროშანი,ან როგორც კერპი - სანუკვარი და საესავი, -
ო, მბრძანებელო, უთქმელობით რატომ გვიზიდავ?მაგრამ შორია სილამაზე: დაგვცქერს მზესავითდა თავის ნათელს გვინაწილებს მარადისიდან.