პოეზია · ლირიკა
მოტანტალე ბელი
უღრან ტყეში, ჯავის მხარესდათვის ბელი დატანტალებს.ღრანჭზე ბეწვი გასცვენიასცივა მაგრამ არ კანკალებს.თაფლი უყვარს, მაგრამ არ აქვს.ვინ მიართმევს რძეს და კარაქს?ვაი, მისი ტყავის ბრალი,თუ მოგვპარავს ზამთრის მარაგს!სხვა ბელია, თქვენ რომ იცნობთზოოპარკში მჯდარი ხვითო.ხელს გვილოკავს, საჭმელს ითხოვსდა ვუყვარვართ ვითომ, ვითომ...
ეს ბელი კი უყისმათო,დატანტალებს და ბევრს დარდობსმშობლები ჰყავთ ეკას, დათოს
მე არა მყავს, ნეტავ რატომ?მურა ბელი კლანჭებგრძელიზამთრის მოსვლას შიშით ელის.ვუთხრათ მამას, ბიძას, პაპას.ჩახმახს არ გამოჰკრან ხელი!