↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

სონეტი 5 (მთარგმენელი:რეზო თაბუკაშვილი)

შექსპირი უილიამ

2016-10-121 წთ საკითხავი21577 ნახვა

—
ერთიმეორეს რომ მისდევენ დინჯი წუთები,მშვენიერებას აყვავებენ გაშლილ ვარდებად,მაგრამ მშვენება, დროის ხელით ნასათუთები,დროის ხელითვე იღუპება და სამარდება.უსასრულობის გზაზე მიჰქრის დრო უშფოთველი,ზაფხულის დღეებს ზამთრისაკენ მიერეკება,ყინვის საფარით იფარება მკვდარი ფოთლები,ოდესღაც მწვანე ბუჩქნარები იქცნენ ეკლებად.მაგრამ ზამთარშიც არ მოკვდება ჭრელი ზაფხული,და ყვავილებიც იცოცხლებენ გამხმარ კონებად,თუ შუშის კედლებს სურნელი აქვთ შემონახული,როგორც ზაფხულის გახსენება და მოგონება.იღუპებიან ზამთრის სუსხით ვარდის ფურცლები,ვარდის სული კი რჩება მარად გარდაუცვლელი.
შექსპირი უილიამ

შექსპირი უილიამ: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი