პოეზია · ლირიკა
სონეტი 5 (მთარგმნელი:ალექსანდრე ელერდაშვილი)
დრო აქანდაკებს წუთისოფლის სანახაობებს,დრო ქმნის სიცოცხლეს, ვით სჩვევია ნატიფ ხელოვანს,მერე თავს ესხმის თავისსავე შექმნილ რაობებსდა გზად ახვედრებს სისასტიკეს მრავალფეროვანს.
დროის საშოში ნაალერსებ ლამაზ მაისებსდროის საფლავში დეკემბერი ჩაენაცვლება,მკვდარი სიტურფით ჟამთასრბოლა უბეს აივსებს,გაუსაძლისი მჭმუნვარება საზღვარს გასცდება
და მხოლოდ ბროლის თხელ კედლებში გამოკეტილინაზი ვარდების სურნელება სუნამოისადარჩება ხსოვნად, რომ დრო-ჟამი იდგა კეთილიდა რომ დროებით ნაშენები დროით მოისრა.
დაე, სიკვდილი იყოს სენი განუკურნელი,ბროლის კედლებში დარჩეს ოღონდ ვარდის სურნელი.