↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

სონეტი 50 (მთარგმენელი:რეზო თაბუკაშვილი)

შექსპირი უილიამ

2002-09-121 წთ საკითხავი21573 ნახვა

—
რა უმწყალოდ გამწყობია ბუნების მადლი,სხეული ჩემი დაუქანცავს გზასაც სრულიად,შენს თავს მაშორებს დაძლეული ყოველი ადლიდა ვიცი ეს დღე ხეტიალის დასასრულია.ჩემი ცხენიც ხომ მერანია, როცა მხნედ არი,ახლა კი უმძიმს ჩემ სევდია ამაოდ ტარება,იცის აღარსად მიიჩქარის მისი მხედარი,რადგან უსენოდ არ არსებობს გამოდარება.ცხენს არ აღელვებს, როცა რისხვის ნაპერწკლებს ვკვესავ,ხმასაც არ იღებს, ფერდში დეზი თუ არ ესობა,და როს, ჟამიჟამ, აღმოხდება მწუხარე კვნესა,ჩემს დაჭრილ სულსაც დაეტყობა უარესობა.რადგანაც ვიცი, რას მაუწყებს პირუტყვი ამ ხმით:“წინ ნაღველი და სიბნელეა, მზე დარჩა გაღმით”.
შექსპირი უილიამ

შექსპირი უილიამ: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი