↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

სონეტი 51 (მთარგმენელი:რეზო თაბუკაშვილი)

შექსპირი უილიამ

2002-09-121 წთ საკითხავი21574 ნახვა

—
თუმც მიჩანჩალებს ჩემი ცხენი, არ ვსაყვედურობ,აღარ სჭირდება ჩემს ბედაურს ფრთებად ქარები,იცის არსაით მივიჩქარი საუბედუროს.შენგან მივდივარ, შენსკენ ხომ არ მოვეჩქარები?!დაბრუნებისას მომინდება ლაღი ჭენება,ალბათ, ვინატრებ ქარიშხალმა რომ დაუბეროს,მაშინ შურდულიც, ალბათ, ზანტად მომეჩვენებადა მომინდება ცეცხლოვანი რაში უბელო.თუმცა ჩემს სურვილს ვერ გაასწროს თვითონ პეგასმა,ჩემი სურვილი, ვიცი, გზაში არ დამაყოვნებს,თუკი სიყვარულს უფრთამალეს რაშად შევკაზმავ,მე ჩემი ცხენის ჯალაგობაც არ დამაღონებს.თუ ფეხს ითრევდა, როს ვტოვებდი ძვირფას მეგობარს,ახლაც იაროს, მე ტრფიალის ფრთებიც მეყოფა.
შექსპირი უილიამ

შექსპირი უილიამ: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი