↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

სონეტი 52 (მთარგმენელი:რეზო თაბუკაშვილი)

შექსპირი უილიამ

2002-09-121 წთ საკითხავი21574 ნახვა

—
იმ მდიდარს ვგევარ, საგანძურს რომ თავზე აკვდება,თანაც ყოველ ჟამს შეუძლია სკივრის გაღება,მაგრამ სიხშირით ნეტარება რადგან ბლაგვდება,თავს იკავებს და თავდაჭერა ეამაყება.დღესასწაულიც გვხიბლავს თავის იშვიათობითდა ამიტომაც მობეზრება აღარ უქადის,არც გულქანდაში აასხამენ ალმასს ათობით,რომ ამ სიხშირით არ დაკარგონ ეშხი გულქანდის.ჩვენ რომ გვაშორებს დრო, იმ მდიდრის სკივრს ედარება,ამიტომ, ვიცი, არასოდეს არ მომწყინდები,და არ არსებობს უმაღლესი სხვა ნეტარება,როცა უეცრად შენ ჩემს თვალწინ ამობრწყინდები.ჩემდენ სიხარულს ქვეყანაზე ნეტავ ვინ იტანს: -შენთან ყოფნითაც ვნეტარებ და მოლოდინითა.
შექსპირი უილიამ

შექსპირი უილიამ: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი