↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

სონეტი 53 (მთარგმენელი:რეზო თაბუკაშვილი)

შექსპირი უილიამ

2002-09-121 წთ საკითხავი21575 ნახვა

—
ნეტავ ვიცოდე, რისგან ხარ ნაქანდაკარი,ძეხორციელს ხომ მხოლოდ ერთი ჩრდილი დაყვება?არავის ახსოვს საოცრება, ალბათ, ამგვარი -შენ რომ უთვალავ ჩრდილად დაგდევს შენი სახება.შენი მნახველის მზერას აღარ ელამუნებადღეს ადონისის წმინდა სახე, მხატვრის ნათალი,თითქოს ელენეს დააფრქვი მადლი ბუნებამ,მაგრამ შენა ხარ ელინური მისი ბადალი.გაზაფხულზე რომ ვერ შორდება თვალი განთიადს,შემოდგომაზე რომ გვიტაცებს უხვი ბარაქა,ეს ყველაფერი შენი სახის მკრთალი ლანდია,თვითონ მშვენებაც შენს სიტურფეს მაინს არა ჰგავს.შენ გარეგნობას მოსახელე ბევრი ჰყოლია,შენი გული კი, ჯერ არავის გამოჰყოლია.
შექსპირი უილიამ

შექსპირი უილიამ: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი