↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

სონეტი 54 (მთარგმენელი:რეზო თაბუკაშვილი)

შექსპირი უილიამ

2002-09-121 წთ საკითხავი21574 ნახვა

—
მშვენიერება კიდევ უფრო მშვენიერდება,ჭეშმარიტება თუკი ამკობს ძვირფას ვარაყად,ყვავილთა შორის ღირსეულად ვარდი ბერდება,რადგან ლამაზმანს სურნელშიაც ტოლი არა ჰყავს.ასკილის ბუჩქი ანთებული რად არ მიზიდავს,ქვეყნად ხომ მისი უშნოობაც არავის უთქვამს,ვარდს ემსგავსება ეკლითაც და სიყრმიზითაც,როდესაც კვირტებს დაუხეთქავს ზაფხულის სუნთქვა.ასკილი მართლაც გარეგნული ფერებით ბევრს სჯობსდა იერითაც ხომ წააგავს ვარდის სახებას,მაგრამ ის კვდება და სიკვდილით სიცოცხლეს ვერ შობს,მკვდარი ვარდი კი სურნელებად გარდისახება!სატრფოც დაჭკნება, დღეს რომ ასე ვხედავ მოხდენილს,მაგრამ ჩემს ლექსში მისი სული მზედ აღმოხდების!
შექსპირი უილიამ

შექსპირი უილიამ: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი