↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

აივანზე

გალაკტიონ ტაბიძე 1891–1959

2023-08-131 წთ საკითხავი95283 ნახვა

—
დაუვიწყართა დღეთა თილისმა!ბაღში, მოსილში ჩვენი ფანტაზმით,კოჯრით დაჰქროლა ქარმა დილისმა.
აქ მშფოთარებდა გული ხანდაზმით,როს ხმა მესმოდა ჩანგთა ჟღერისა,დრო მოწვდენილი შხამიან სასმით.
მითხარი, გულო, რა ფერისაა,ეხლა რომ შავი ჩრდილი ავლია,დავიწყებული ბაღი ვერისა?
ბილიკების გზა შემისწავლია,ფოთლები დროსთვის გვიდარებია,ამ ბილიკებით დრონი წავლიან.
ამ სასახლიდან მიტარებიაფეერიული მერნის სადავე,სად არც წვიმაა, არც დარებია.
მანსარდაზე დგას შენი მხატავიპოეტი, სული ირმიგალისა:აი, რა არის თავი და თავი!
1922
გალაკტიონ ტაბიძე

ავტორი

გალაკტიონ ტაბიძე 1891–1959

გალაკტიონ ტაბიძე (* 17 ნოემბერი, 1891, ვანის რაიონის სოფ. ჭყვიში ― † 17 მარტი, 1959, თბილისი), ქართველი პოეტი და საზოგადო მოღვაწე, საქართველოს სახალხო პოეტი (1933), საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი (1944), XX საუკუნის ქართული პოეზიის ერთ-ერთი უდიდესი წარმომადგენელი, ლიტერატურული დაჯგუფების "ცისფერი ყანწები" ერთ-ერთი ლიდერი. პოეტის მამა -…

ყველა ნაწარმოები (1764) →

გალაკტიონ ტაბიძე: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი