↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

ევკალიპტები

ჩიქოვანი სიმონ

2008-04-131 წთ საკითხავი3245 ნახვა

—
თეთრი და თეთრი, თეთრი მერქნები.თეთრი ქარქი და მწვანე კვირტები.ჩამოვედი და შენი ვიქნები.ზღვაზე მღერიან ევკალიპტები.
ჭაობს წუწნიან გრძელი ფესვებით,რტოზე გალობენ თეთრი ჩიტებინაშენის გაშლას ზღვასთან ვესწრები,დაშრიალებენ ევკალიპტები.
ბერგან დარგეთ და გახდით გმირები,ქერქს შეაჩვიეთ გამრჯე თითები,როგორც შემდგარი მთაზე ირმები,ზღვას გაჰყურებენ ევკალიპტები.
ჰაერსა წმენდენ სუფთა ფოთლებით,ცაზე დაშალეს ღრუბლის კირთები.ვიწროჩეროში სიცხეს ვშორდებით,და მე მშველიან ევკალიპტები.
თეთრი და თეთრი, თეთრი მერქნები,თეთრი ქერქი და მწვანე კვირტები.თითქო ჩაუცვამთ თეთრი ჩექმები,და ტბორს აშრობენ ევკალიპტები.
1949 წელი.
ჩიქოვანი სიმონ

ჩიქოვანი სიმონ: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი