პოეზია · ლირიკა
ბარათი მთიდან
სვანეთში მივდივარ, მთებში დამიყვარხარ,ვინ იცის რარიგად,ეგების მწვერვალზე დავმშვიდდე,ბარში რომ ვშფოთავდი ღარიბად.გამორბის მდინარე ბღავილით,ნაპირებს ცრემლებიმოვწმინდე.მთის ფერდზე წერწეტა ყვავილიმაგონებს შენს თავს და მოვწყვიტე.შურთხი ჰქრის წარაფის კუთხიდან,მთაზე ვინ გაჰკიდა ბაწარი.მე შენზე ოცნებას ვუფრთხი დაგულს მაინც ედება ხანძარი.სვანეთში, მთებშიაც დამმშვილდე,მიყვარხარ,ვინ იცის, რარიგად.ეგების ლატფარზე დავმშვიდდე,ბარში რომ ვშფოთავდი ღარიბად.მაფიქრებს ღრუბელი მღელვარი.მოვდივარ,გზა მხვდება ახალი.სვანეთში ბევრია მწვერვალიდა შენ ხარ ყველაზე მაღალი