↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

* * * გურამიშვილის და ვაჟას ფერი

ჩიქოვანი სიმონ

2016-09-121 წთ საკითხავი4919 ნახვა

—
გურამიშვილის და ვაჟას ფერი,მათი მომდევნო მე ვარ მესამე.წმინდა სახმილით ვიტანჯე ბევრიდა შთაგონებით ბევრჯერ ვეწამე.
როგორც რქას სტოვებს მთაში ირემი,ისე დავტოვე ნაკვესი ნიჭის.ეგებ ეს არის ღალა მცირედიდა სულის სანთელის ანთება მიჭირს.
მე ყურში მესმის: დანას ლესავენ,ნუთუ მომკლავენ, შენი კვნესამე!გადმომაყარეთ ვაჟას კესანე,ჭირში და ლხინში მე ვარ მესამე!
ეგებ საფლავში ფესვივით გავთბე,ნუ დამივიწყებთ თქვენზე მინდობილს.მე წმინდანივით სიცოცხლე დავთმე,მალე მოვკვდები, ძმებო, მშვიდობით!
გურამიშვილის და ვაჟას დარი,სამართლის მთქმელი, მე ვარ მესამე.მათთან ყანები მქონდა ზიარიდა მძიმე უღლით ბევრჯერ ვეწამე.
რამეთუ ვიყავ მე დაქანცული,პირს არ მიხსნიდა წინაპრის დანა.ვერვის ვუჩვენე ფარული წყლული,ვერ გავიგონე მეგრული ნანა.
მეათე ვარ თუ მე ვარ მესამე,მთიდან დამყურებს ვაჟას კესანე,ჩემი მოძმენი ხორბალს თესავენდა მე ხმებს ვთესავ, თქვენი კვნესამე.
1940
ჩიქოვანი სიმონ

ჩიქოვანი სიმონ: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი