↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

9 მარტი

ჩიქოვანი სიმონ

2016-09-121 წთ საკითხავი4918 ნახვა

—
წუხელ ქურდულად მესროლეს ტყვია,ტყვიას ამცდა და ჩემს ბავშვებს მოხვდა.გულზე მარტყია სიკვდილის ხვია,ოცი დაჭრეს და ოცივე მოკვდა.
რას ვიფიქრებდი, ხმა ჩამიწყდება,ვერ დავიფარავ მკერდით პატარებს,ჩემი ოცნება აქ დამიწყდებადა გზებზე მარტის წყევლა მატარებს.
მეგონა მთაზე ყვავილებს მოვკრეფ,ცისკრიან ბალახს დამიფენს ვაკე . . .მე მესროლეს და ბავშვები მოკლეს,მერმე მეც ხიშტით მესროლეს ცალკე.
დამიჭირეს და პირი დამიხშეს წუხელ,მკერდში ვარამი ვეგარ ჩავტიე,ჭერი მეწვის და ვერავის ვუმხელ,სამშობლოვ შევცდი და მაპატიე.
ეს წინაპრის თუ ჩემი მარცხია,ქვიშა გამშრალა და მეც გავშრები.დედავ თბილისო, სისხლი გაცხია,სისხლში განბანეს შენი ბავშვები.
მეწამულ ფერით მტკვარი ხელდება,მლაშე ცრემლებმა ქვები დაღარა,ნუთუ თბილისი უკვე ბერდებადა მთებს ედება ნისლი ჭაღარა.
ჩიქოვანი სიმონ

ჩიქოვანი სიმონ: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი