↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

არის სიყრმეს და სიმწიფეს შორის

ჩიქოვანი სიმონ

2016-09-121 წთ საკითხავი4917 ნახვა

—
არის სიყრმეს და სიმწიფეს შორისშესვენების თუ სიმორცხვის ჟამი,ფრთამოტეხილი შეგრჩება ქორი,ჯამში დაშრება სპეტაკი შხამი.
ეს ჟამი დადგა, დავეჭვდი, ძმანნო!გამხდარ თითებში მიქრება ალი.პირველი ცეცხლის დახარჯვას ვნანობ.როგორ ავანთო ფურცელზე ბწკარი!
სულის თვისება: ჭმუნვა და ცრემლი,როგორ ვამგვანო აპრილის კოკორსანუ ოსტატის მაცდური ხელიაღსარებისთვის აღვმართო როგორ!
ფრთები მოტყდა თუ მიკვდება ქორი,ოჯახში ბუხარს მივეკრა ლამის.არის სიყრმის და სიმწიფეს შორისსინანულის თუ სიმორცხვის ჟამი!
ეს ჟამი განვვლე, დავკარგე ფერი,ველი დაჭკნა და ბაღშიაც მოთოვს.მინდა მიწაზე ცხოვრება ჩემი,ჰგავდეს ქარიშხალს და არა ფოთოლს.
ჩემო მამულო, მაჩუქე ნამი,გამივარჯიშე მარჯვენა მალე!მტირალი მოველ მიწაზე ღამით,უკან სიმღერით მიმიღოს ღამემ.
შემომაშველე ზაფხულის თქორიგუმანისიჭვით ამოვშრე ლამის.არის სიყრმის და სიმწიფის შორისშესვენების და სიმორცხვის ჟამი!
ჩიქოვანი სიმონ

ჩიქოვანი სიმონ: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი