↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

* * * საქართველოს კარებს გასცდა

გალაკტიონ ტაბიძე 1891–1959

2005-09-131 წთ საკითხავი95281 ნახვა

—
საქართველოს კარებს გასცდაწინათგრძნობა ბუმბერაზი,როცა მხნე და ახალგაზრდამოდიოდა თქვენი რაზმი.
თითქო ცეცხლით დაითუთქა,ლმობიერი გული ძმისა -ათასი მთა წინ გადუდგა,მთები კავკასიონისა.
გამობრუნდით! რა უარესშარა-ხევს ხართ მიმავალი.ერთი ბნელი ღამე არის,რომ ვერა სჭრის კაცის თვალი.
ერთი მეფე დევიცა სდგას,სამასი წლის დევი ჰქვია;გელით ციხე, ან კატორღაან ციმბირი, ანუ ტყვია.
თქვენ ამბობდით: „სისხლი არისმისი ლხინი და შექცევა,რადგან იცი, რომ მომავლისსასტიკ მსჯავრს ვერ გაექცევა“.
და დადუმდა ათასი მთა,მომლოდინე მზიან ჩრდილის,როს ხელახლა გაისმა ხმამრავალ ახალგაზრდა შვილის.
ურყევია თქვენი გული,თქვენი მტკიცე სიარული,წინ წაწევა და გუგუნიინტერნაციონალური!
1934
გალაკტიონ ტაბიძე

ავტორი

გალაკტიონ ტაბიძე 1891–1959

გალაკტიონ ტაბიძე (* 17 ნოემბერი, 1891, ვანის რაიონის სოფ. ჭყვიში ― † 17 მარტი, 1959, თბილისი), ქართველი პოეტი და საზოგადო მოღვაწე, საქართველოს სახალხო პოეტი (1933), საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი (1944), XX საუკუნის ქართული პოეზიის ერთ-ერთი უდიდესი წარმომადგენელი, ლიტერატურული დაჯგუფების "ცისფერი ყანწები" ერთ-ერთი ლიდერი. პოეტის მამა -…

ყველა ნაწარმოები (1764) →

გალაკტიონ ტაბიძე: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი