↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

* * * სარკმელი საღამომ

გალაკტიონ ტაბიძე 1891–1959

2011-09-131 წთ საკითხავი95282 ნახვა

—
სარკმელი საღამომდა ფარდამ დაბურდა,სანთელი მბჟუტავიმთლად გაუდაბურდა -მას შემდეგ, რაც შენისახება ბინდბუნდზესახლიდან გავიდადა აღარ დაბრუნდა.
კისკასი, მგზნებარე,ცრემლები მდუღარე,იმ გენიალური,ბრწყინვალე, მწუხარეთვალების ნათება,იდეა მქუხარე,სახლიდან გავიდადა აღარ დაბრუნდა.
იმ გენიალურითვალებით დიადით,რაითაც ცოცხალიხდებოდა წყვდიადი,ისე, ვით შორს, სადღაციელვებს სიათი,სახლიდან გავიდადა აღარ დაბრუნდა.
მგონია, იმ თვალთაგაქრობას ავი დამწუხარე სიმღერაცთან წაჰყვა ზვავითა,თვით ჩემი სიცოცხლეციმ გზებით წავიდა:სახლიდან გავიდადა აღარ დაბრუნდა.
1936
გალაკტიონ ტაბიძე

ავტორი

გალაკტიონ ტაბიძე 1891–1959

გალაკტიონ ტაბიძე (* 17 ნოემბერი, 1891, ვანის რაიონის სოფ. ჭყვიში ― † 17 მარტი, 1959, თბილისი), ქართველი პოეტი და საზოგადო მოღვაწე, საქართველოს სახალხო პოეტი (1933), საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი (1944), XX საუკუნის ქართული პოეზიის ერთ-ერთი უდიდესი წარმომადგენელი, ლიტერატურული დაჯგუფების "ცისფერი ყანწები" ერთ-ერთი ლიდერი. პოეტის მამა -…

ყველა ნაწარმოები (1764) →

გალაკტიონ ტაბიძე: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი