↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

* * * სანაპიროზე

გალაკტიონ ტაბიძე 1891–1959

2011-09-132 წთ საკითხავი95285 ნახვა

—
სანაპიროზე,ზვირთების ხმაზე,ქარი ხიდს ეკვრის -როგორც ხეს ვაზი.ყელმოღერილი,უსაზღვროდ ნაზი,ჩონგურს დამღერდაქალი აფხაზი!
ჩონგურს დამღერდაქალი გურულიდა მას ხმა ჰქონდაანდამატური.მედგრად გაისმახმა ხევსურულიქალის, ხელთ რომელსეპყრა ფანდური.
მოიღვრებოდაჰანგთ ნიაღვარი,რეკავდა ეშხითხმა უცნაურიდა ის საღამოციყო სხვაგვარი -ოდეს ფანდურიჟღერდა ფშავური.
სიმღერა მძლეათვითონ რკინაზე,და, დეე, ეშხითიყოს შეკრული -ოცნება, სევდა,გული, სინაზე -როცა ჩონგურიგაჩნდა მეგრული.
ჩვენ ვიგონებდითჩვენს სიყმაწვილეს -რა მსწრაფლ-ქროლაა,რა სანანური...ვინ მოიგონებსსხვა იმგვარ „ლილეს“,ჭუნირს რომ ჩანგიმიჰყვა სვანური.
იმერს და ამერსლიხს იქით, აქეთ,ამღერებულიარის ბუნება,ჩვენ ეს კოშკებისიმღერით ვაგეთ,ომს სდევს სიმღერისაგუგუნება.
ტკბილი სანთურისდა სალამურისჰაეროვანიხმის გაგონება,გულს აგვიძგერებს,სულს იგი სწყურის -მარად, ვით კარგირამ მოგონება.
რომ უძველესთგანნაანდერძევიყველგან სიცოცხლისკარი შეიღოს -საქართველოზეგვესმოდეს ხმები,ჩვენს სამშობლოზე!დე, ესე იყოს!
- დე, ესე იყოს!იმეორებდახალხი, მტკვრის პირასჯგუფ-ჯგუფად მდგარი,მტკვარი ზვირთს ზვირთზემიაგორებდა,მშობლიურ ჰანგებსისმენდა მტკვარი.
უეცრად შორითშენიშნეს ცხენი.- ო, უნდა იყოსრაღაც ამბავი!ასეთ სისწრაფითრომ მოაჭენებს,ნეტა რას ნიშნავს?რაა ნეტავი?
შეჩერდა ცხენი,ღელავს მხედარი.მიაწყდა ხალხი:- სთქვი, სთქვი, რა მოხდა?მხედარმა ნაბდითმოსილი მხარიგაისწორა დაცხენით ჩამოხტა.
- სთქვი, სთქვი, რა მოხდა, -ჰკითხავდა ხალხი,წინგაწეულიროგორც მტკვრის ტალღა.- რაღა რა მოხდა, -ამბობს მხედარი, -ჩვენი საზღვარიგადმოილახა!
მეხის გავარდნასმოწმენდილ ცაზეუდრიდა სიტყვააქ მონასწრები.ჩვენი საზღვრები...ჩვენი... მაშ, ასე...გადმოილახაჩვენი საზღვრები!
დადგა დუმილი,დიდი წარეცხვის,დიდი ქარიშხლისწინამორბედი.წინ ბერიკაციდადგა, სთქვა: შერცხვეს,ვინც მტრის წინაშემოხაროს ქედი.
- ამინ! - ზღვამ ერთხმადდაიგრიალადა მტკვრის შეაკრთოსაღამო კარგი.სადღაც ნელი ხმისშესწყდა წკრიალიდა საომარ ხმითაჟღერდა ჩანგი.
1941
გალაკტიონ ტაბიძე

ავტორი

გალაკტიონ ტაბიძე 1891–1959

გალაკტიონ ტაბიძე (* 17 ნოემბერი, 1891, ვანის რაიონის სოფ. ჭყვიში ― † 17 მარტი, 1959, თბილისი), ქართველი პოეტი და საზოგადო მოღვაწე, საქართველოს სახალხო პოეტი (1933), საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი (1944), XX საუკუნის ქართული პოეზიის ერთ-ერთი უდიდესი წარმომადგენელი, ლიტერატურული დაჯგუფების "ცისფერი ყანწები" ერთ-ერთი ლიდერი. პოეტის მამა -…

ყველა ნაწარმოები (1764) →

გალაკტიონ ტაბიძე: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი