↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

მერი

გალაკტიონ ტაბიძე 1891–1959

2026-07-182 წთ საკითხავი106523 ნახვა

—
შენ ჯვარს იწერდი იმ ღამეს, მერი!მერი, იმ ღამეს მაგ თვალთა კვდომა,სანდომიან ცის ელვა და ფერიმწუხარე იყო, ვით შემოდგომა!აფეთქებული და მოცახცახეიწვოდა ნათელ ალთა კრებული,მაგრამ სანთლებზე უფრო ეგ სახეიყო იდუმალ გაფითრებული.იწვოდა ტაძრის გუმბათი, კალთა,ვარდთა დიოდა ნელი სურნელი.მაგრამ ლოდინით დაღალულ ქალთასხვა არის ლოცვა განუკურნელი.მესმოდა შენი უგონო ფიცი...მერი, ძვირფასო! დღესაც არ მჯერა...ვიცი წამება, მაგრამ არ ვიცი,ეს გლოვა იყო თუ ჯვარისწერა?ლოდებთან ვიღაც მწარედ გოდებდადა ბეჭდების თვლებს ქარში კარგავდა...იყო ობლობა და შეცოდება,დღესასწაულს კი ის დღე არ ჰგავდა.ტაძრიდან გასულს ნაბიჯი ჩქარისად მატარებდა? ხედვა მიმძიმდა!ქუჩაში მძაფრი დაჰქროდა ქარიდა განუწყვეტლად წვიმდა და წვიმდა.ნაბადი ტანზე შემოვიხვიე,თავი მივანდე ფიქრს შეუწყვეტელს...ოჰ! შენი სახლი! მე სახლთან იქვეღონემიხდილი მივაწექ კედელს.ასე მწუხარე ვიდექი დიდხანსდა ჩემს წინ შავი, სწორი ვერხვებიაშრიალებდნენ ფოთლებს ბნელხმიანს,როგორც გაფრენილ არწივის ფრთები.და შრიალებდა ტოტი ვერხვისარაზე - ვინ იცის! ვინ იცის, მერი!ბედი, რომელიც მე არ მეღირსა, -ქარს მიჰყვებოდა, როგორც ნამქერი.ვთქვი: უეცარი გასხივოსნებარად ჩაქრა ასე? ვის ვევედრები?რად აშრიალდა ჩემი ოცნება,როგორც გაფრენილ არწივის ფრთები?ან ცას ღიმილით რად გავცქეროდი,ან რად ვიჭერდი შუქს მოკამკამეს?ან “მესაფლავეს” რისთვის ვმღეროდი,ან ვინ ისმენდა ჩემს “მე და ღამეს”?ქარი და წვიმის წვეთები ხშირიწყდებოდნენ, როგორც მწყდებოდა გული,და... მე ავტირდი, ვით მეფე ლირი,ლირი, ყველასგან მიტოვებული.
გალაკტიონ ტაბიძე

ავტორი

გალაკტიონ ტაბიძე 1891–1959

გალაკტიონ ტაბიძე (* 17 ნოემბერი, 1891, ვანის რაიონის სოფ. ჭყვიში ― † 17 მარტი, 1959, თბილისი), ქართველი პოეტი და საზოგადო მოღვაწე, საქართველოს სახალხო პოეტი (1933), საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი (1944), XX საუკუნის ქართული პოეზიის ერთ-ერთი უდიდესი წარმომადგენელი, ლიტერატურული დაჯგუფების "ცისფერი ყანწები" ერთ-ერთი ლიდერი. პოეტის მამა -…

ყველა ნაწარმოები (1764) →

გალაკტიონ ტაბიძე: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი