↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

მეოცნებე აფრებით

გალაკტიონ ტაბიძე 1891–1959

2023-08-131 წთ საკითხავი95276 ნახვა

—
სად ოდესმე მეოცნებე აფრებით,ათასფერი იმედით და ზაფრებით,აგასფერის მიმოქროდა ხომალდი,მეზღვაურის სულთან გათანაბრებით.როგორც ზვირთთა ქაფიანი მოდება,ფაგოტების მიტაცებდა გოდება,მაოცებდა უმძლავრესი მუსიკა,თმას მიწეწდა ქარის გაბოროტება.დატვირთული მრავალ უამიდობით,კიდევ დიდხანს ვიქანავებ კიდობნით,აღტაცებავ სიყმაწვილის დროისა,სამუდამოდ, სამუდამოდ მშვიდობით!ის ირღვევა, ის ოცნება ბერდებადა ხომალდი ნაპრალებთან ჩერდება,საიდანაც მარად ესმის მსოფლიოსზეცის ნგრევა, მიწის გადაფერდება.
1922
გალაკტიონ ტაბიძე

ავტორი

გალაკტიონ ტაბიძე 1891–1959

გალაკტიონ ტაბიძე (* 17 ნოემბერი, 1891, ვანის რაიონის სოფ. ჭყვიში ― † 17 მარტი, 1959, თბილისი), ქართველი პოეტი და საზოგადო მოღვაწე, საქართველოს სახალხო პოეტი (1933), საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი (1944), XX საუკუნის ქართული პოეზიის ერთ-ერთი უდიდესი წარმომადგენელი, ლიტერატურული დაჯგუფების "ცისფერი ყანწები" ერთ-ერთი ლიდერი. პოეტის მამა -…

ყველა ნაწარმოები (1764) →

გალაკტიონ ტაბიძე: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი