↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

შევიშრობ ცრემლსა…

ნიკოლოზ ბარათაშვილი 1817–1845

2026-07-181 წთ საკითხავი5413 ნახვა

—
შევიშრობ ცრემლსა, ჭირთ მანელებელს,გულსა დავიწვავ დასანაცრებელს,და მისსა ფერფლსა, ვითა საკმეველს,შევსწირავ სატრფოს, ჩემსა სალოცველს!
მისთ თვალთა ხარობს სამოთხე ჩემი,მისი ღიმია შვების მომცემი,ჩემი წარმწყმედი, მაცხონებელი,განმაბრძნობელი, გამხელებელი!
ვით არ ვადიდო სიტურფის ღმერთა!ყოვლნი კეთილნი მან შეიერთა,სულსა მოჰბერა ცის ნიჭნი ქვეყნადდა თავის მკობად ქმნა იგი მგოსნად!
ნიკოლოზ ბარათაშვილი

ავტორი

ნიკოლოზ ბარათაშვილი 1817–1845

დაიბადა გაღარიბებული არისტოკრატის, იმპერატორის ერთგული მოხელის ოჯახში. დედა - ეფემია, და გრიგოლ ორბელიანისა, ერეკლე II-ის შვილიშვილი იყო. თბილისის კეთილშობილთა გიმნაზიაში (1827 - 1835) ბარათაშვილის მასწავლებელი იყო ს. დოდაშვილი, რომელმაც განსაკუთრებული გავლენა მოახდინა მის მსოფლმხედველობაზე. გიმნაზიის დამთავრების შემდეგ ბარათაშვილი ამაოდ ოცნებობდა უმაღლესი…

ყველა ნაწარმოები (41) →

ნიკოლოზ ბარათაშვილი: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი