↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

ღამე ყაბახზედ

ნიკოლოზ ბარათაშვილი 1817–1845

2016-09-122 წთ საკითხავი5412 ნახვა

—
მიყვარს ყაბახის არემარე, თვალად საამო,მაისის ღამე, მიბუნდვილი, გრილი და ამო;მაგრამ უმეტეს მიყვარს ღამე, როს მთვარე შუქითმოჰფენს ყაბახსა და კოჯორი დაჰქრის ნიავით,და მომდინარე ხან ზვირთთცემით, ხან ნელად მტკვარი,მოოხრავს შორით, ვით მიჯნური, ჟამთ მოჩივარი!ამგვარი იყო ის ღამეცა, ოდესცა გარეფიქრით მოცულმან ჩვეულებრივ ყაბახს ვიარე.აქა გუნდ-გუნდად დარაზმულნი აქა-იქ ქალნიპირად-პირადად სეირნობდენ, კეკლუც-მოსილნი,და მათ გარემო შეფრფინვიდენ ყრმაწვილნი კაცნი,ზოგნი დამძნილნი, ზოგნი ტრფიალ და ზოგნი ანცნი.თვითონ ცის მთვარეც მოწიწებით ღრუბელთ ეფარა,როს ქვეყნის მთვარეთ შეეტრფოდენ და მას კი არა. —”სთქვი რამ”, ეტყვიან ყაფლანს ზოგნი-ერთი ქალები,”თუნდ თავსა უფლად, ახლა პრანჭვას ნუ კი მოჰყვები!”ყაფლანც, სულდგმული აშიკობით, დაიღიღინებსგულის საკვდავად და თან და თან ყელს მოიღერებს.ვის არ სმენია ლექსი ესე, რომ მყის სევდებიარა აშლოდეს, ჩვენსა ქალსა — ტრფობის ჭირები!უეცრად მათში დავინახე თეთრკაბიანიდა მეყვსეულად მან მიმიღო ჩემნი ცნობანი.არ ვიცი, ამ დროს რად აღვიგზენ უფროს ცეცხლისა?სად არს სილაღე, სად არს ძალი გრილის გულისა!ვნახე სადღაცა ქალთ კრებაში როდისღაც ერთი,მას აქეთ თვალი ვეღარ მოჰვკარ და ახლა ერთისდგას აქა კრძალვით, ვით ქურციკი ვეფხვთა შორისა,ყელი ყელყელობს, აღმგზნებელი გულთა ჭირისა!თვალი შემასწრა მან ამ დროს მე და შემომცინა;ამან გამამხნო და გულს ძგერით წარვსდეგი წინადა ასე ვუთხარ: ”ნეტარ მე, რომ მეღირსა კვალადსანატრი ჩემთვის ნახვა თქვენი აწ მხიარულად!””გმადლობთ, მითხრა მან, რომ თქვენ მაინც გახსოვართ კიდევ:ახლა მოდაა, ვინც ვის იცნობს, ივიწყებს ისევ”.”დარწმუნებული ბრძანდებოდეთ, რომ ვერც მოდებივერ მამიშლიან თქვენსა ხსოვნას და ვერც დროები!”ამა სიტყვაზე ვარდი ღაწვთზედ მყის აეფურცლა,ამ დროს ნიავმაც თეთრი კაბა მიმოუქროლადა ბუდეშური მის ფეფები ლამაზად მოჩნდა,რომელთ სიამით ცნობა ჩემი წარიღეს თვისდა.ამ დროს მთოვარემც შუქი თვისი მისტეხა ბროლსა,რომელმან შვება სილამაზით ჰფინა ჩემს გულსა;მაგრამ სხვა მუნით მიიხმობდა სატრფოსა ქალსა,რომელი მყისვე მიეფარა, ნათელი — თვალსა!
1836 წ.
ნიკოლოზ ბარათაშვილი

ავტორი

ნიკოლოზ ბარათაშვილი 1817–1845

დაიბადა გაღარიბებული არისტოკრატის, იმპერატორის ერთგული მოხელის ოჯახში. დედა - ეფემია, და გრიგოლ ორბელიანისა, ერეკლე II-ის შვილიშვილი იყო. თბილისის კეთილშობილთა გიმნაზიაში (1827 - 1835) ბარათაშვილის მასწავლებელი იყო ს. დოდაშვილი, რომელმაც განსაკუთრებული გავლენა მოახდინა მის მსოფლმხედველობაზე. გიმნაზიის დამთავრების შემდეგ ბარათაშვილი ამაოდ ოცნებობდა უმაღლესი…

ყველა ნაწარმოები (41) →

ნიკოლოზ ბარათაშვილი: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი