↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

მერის თვალებით

გალაკტიონ ტაბიძე 1891–1959

2008-05-131 წთ საკითხავი96982 ნახვა

—
ეს რამდენიმე დღეა და რამდენიმე ღამე,დახურულია გული, როგორც საკანი რამე.თითქო უმძიმეს კარებს კუპრის დაედო ლუქი,გულში ვერც ზეცა ატანს, ვერც სიხარულის შუქი.
გაუდაბურდა ჩემი ყოფნის ყოველი წამი,ეს რამდენიმე დღეა და რამდენიმე ღამე.ოჰ, მომეცალეთ, კმარა! მხოლოდ სიკვდილი მინდა,არც პოეზია მატკბობს, არც მეგობრობა წმინდა.
ეს რამდენიმე დღეა და რამდენიმე ღამე -არე-მიდამოს შხამავს ღრმა მწუხარების შხამი.ჩამოიბუროს ზეცა, მისიც აღარა მჯერა -მერის თვალებით იგი ვერ გაბრწყინდება, ვერა!
გალაკტიონ ტაბიძე

ავტორი

გალაკტიონ ტაბიძე 1891–1959

გალაკტიონ ტაბიძე (* 17 ნოემბერი, 1891, ვანის რაიონის სოფ. ჭყვიში ― † 17 მარტი, 1959, თბილისი), ქართველი პოეტი და საზოგადო მოღვაწე, საქართველოს სახალხო პოეტი (1933), საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი (1944), XX საუკუნის ქართული პოეზიის ერთ-ერთი უდიდესი წარმომადგენელი, ლიტერატურული დაჯგუფების "ცისფერი ყანწები" ერთ-ერთი ლიდერი. პოეტის მამა -…

ყველა ნაწარმოები (1764) →

გალაკტიონ ტაბიძე: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი