↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

უკანასკნელი დეპეშა

გალაკტიონ ტაბიძე 1891–1959

2023-08-131 წთ საკითხავი95271 ნახვა

—
დეპეშას მოაქვს ცნობა მისი გარდაცვალების.გადაშლილ გაზეთს გრძნობს პირველი შთაბეჭდილება.რედაქციაში სიცივეა. „გარდაიცვალა!“ეს მეტის მეტად უეცარი იყო ამბავი -წინათგრძნობათა წინანდელი დენით ჩვენ იგიჯერ ისევ ციხე და სიმაგრე გვეგონა მძლავრი.და ასე უცებ... ვით უეცრად შემკრთალი ღამე,შავი არშიით მოხაზული მისი სახელი!
დიდი ხანია განა, რაც იმ კორიანტელშიდაეცა რიგი პოეტების გამოჩენილი?მშფოთარე სული ნანგრევებმა მოიყოლია,ქარსა და გრიგალს გადაურჩა ძალიან ცოტა;მაგრამ მაშინ ხომ არ მოსჩანდა ქვეყნად არარაძლიერი ცეცხლის, კონონადის და სისხლის მეტი?ის მაშინაც ჩნდა. აწ შორიდან ვემშვიდობებითბარიკადების უკანასკნელ მსხვერპლს და მეგობარს.
1924
გალაკტიონ ტაბიძე

ავტორი

გალაკტიონ ტაბიძე 1891–1959

გალაკტიონ ტაბიძე (* 17 ნოემბერი, 1891, ვანის რაიონის სოფ. ჭყვიში ― † 17 მარტი, 1959, თბილისი), ქართველი პოეტი და საზოგადო მოღვაწე, საქართველოს სახალხო პოეტი (1933), საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი (1944), XX საუკუნის ქართული პოეზიის ერთ-ერთი უდიდესი წარმომადგენელი, ლიტერატურული დაჯგუფების "ცისფერი ყანწები" ერთ-ერთი ლიდერი. პოეტის მამა -…

ყველა ნაწარმოები (1764) →

გალაკტიონ ტაბიძე: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი