↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

უკანასკნელი დღე

გალაკტიონ ტაბიძე 1891–1959

2018-06-131 წთ საკითხავი95271 ნახვა

—
ალერსიანი შემოდგომისდღე მევლება გარს,ნიავი მითხრობს უცვლელ ზღაპარს,სიკვდილის ზღაპარს.და ყვავილები თანაგრძნობითმეხვევიან გარსდა ფიქრი მიაქვს შორს ნიავქარს,სევდის ნიავქარს!ხვალ არ ვიქნები ქვეყანაზედა იმიტომ მსურს,ვიპოვო რამე, რომ წავუღოზეცას მედიდურს.მართმევს მე ამ დღეს უკანასკნელსსამარის მტვერი,მართმევს იმგვარად, ვით წამართვამან ყველაფერი!ოჰ, არ წამართვათ, არ წამართვათდღე ეს ნათელი,დღე სევდიანი, დღე დაღლილი,უკანასკნელი!
1914
გალაკტიონ ტაბიძე

ავტორი

გალაკტიონ ტაბიძე 1891–1959

გალაკტიონ ტაბიძე (* 17 ნოემბერი, 1891, ვანის რაიონის სოფ. ჭყვიში ― † 17 მარტი, 1959, თბილისი), ქართველი პოეტი და საზოგადო მოღვაწე, საქართველოს სახალხო პოეტი (1933), საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი (1944), XX საუკუნის ქართული პოეზიის ერთ-ერთი უდიდესი წარმომადგენელი, ლიტერატურული დაჯგუფების "ცისფერი ყანწები" ერთ-ერთი ლიდერი. პოეტის მამა -…

ყველა ნაწარმოები (1764) →

გალაკტიონ ტაბიძე: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი