↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

უკანასკნელ დღეს

გალაკტიონ ტაბიძე 1891–1959

2019-06-131 წთ საკითხავი95274 ნახვა

—
სად არ ვძებნიდით უკანასკნელ დღეს,დღეს სიცოცხლესთან დათხოვებისას...მაგრამ ბინდბუნდი ზეცას ფარავდადა შავი ნისლი ბურავდა მიწას...
არსით არ სჩანდა ჩემი სიკვდილი,მწუხარე იყო თვით ჩემი სულიდა მას სწყუროდა თავდავიწყებადა არსად იყო ის დასასრული.
დღეს კი, როს შავი სახე სიკვდილისშავბნელ უფსკრულში მიცდის და მიცდის,მინდა ვიმღერო გამარჯვებისა,მაგრამ მომწყინდა... არ ვიცი რისთვის.
რაც მოხდა, იგი ნისლს ეფარება,ხსოვნა იდუმალ საზღვრებს შორდება,არ განახლდება შავი დღის ძებნადა სიცოცხლეც არ განმეორდება.
1914
გალაკტიონ ტაბიძე

ავტორი

გალაკტიონ ტაბიძე 1891–1959

გალაკტიონ ტაბიძე (* 17 ნოემბერი, 1891, ვანის რაიონის სოფ. ჭყვიში ― † 17 მარტი, 1959, თბილისი), ქართველი პოეტი და საზოგადო მოღვაწე, საქართველოს სახალხო პოეტი (1933), საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი (1944), XX საუკუნის ქართული პოეზიის ერთ-ერთი უდიდესი წარმომადგენელი, ლიტერატურული დაჯგუფების "ცისფერი ყანწები" ერთ-ერთი ლიდერი. პოეტის მამა -…

ყველა ნაწარმოები (1764) →

გალაკტიონ ტაბიძე: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი