↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

საუკუნის ბოლო

კოსტავა ირაკლი

2001-08-121 წთ საკითხავი299 ნახვა

—
ჩაუძინიათ მოხუც წმინდანებს,ჭაღარა ღმერთი თვლემს მომღიმარი,ჯარისკაცები ლესავენ დანებს,დააყენებენ სისხლის მდინარეს.მიწაზე ფერფლის გორა იდგება,ყველას გასწვდება დიდი ხანძარი,როცა საშველი აღარ იქნება,ვერ დაგვიფარავს ვეღარც ტაძარი.ცას ნაცარტუტის ბუღი მისწვდება,დავუბრუნდებით გამოქვაბულებსდა ღვთის მორჩილიც რომ დამიწდება,ხმა ჩაუწყდებათ ცისფერ ბულბულებს.მოისაკლისებს ღმერთი თვის შვილებს,მიხედ-მოხედავს უდაბურ არეს,იქ გამოჩნდება მისი სიჩვილე,ცრემლი ვერცხლისფრად შებოჭავს მთვარეს.ააწკრიალებს ხელში ზანზალაკს,კვლავ დაიწყება ეს ყველაფერი,ისევ მოგვირთავს ლამაზ ჩიჩილაკსმისი რჩეული სამყაროს ფერით.
კოსტავა ირაკლი

კოსტავა ირაკლი: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი