↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

ბეღურა - აქლემი

ჯავახაძე ვახტანგ

2011-11-121 წთ საკითხავი26999 ნახვა

—
(მხიარული ექსპერიმენტი)აჟღურტულდა, აჭღურტულდა ბ ე ღ უ რ ა ,წამოიწყო ძველი ხასანბეგურა.გაიხსენა ძველი ხასანბეგურა,დაივიწყა ვალები და ბეგარა.დაივიწყა ვალები და ბეგარა,დაივიწყა ბაწარი და ბაგირი.დაივიწყა ბაწარი და ბაგირი,მოითხოვა ცხენი და უნდაგირი.მოუყვანეს ცხენი და უნაგირი,დაპატიჟა რამდენიმე ნადირი.დაპატიჟა რამდენიმე ნადირი,ლომს და მელას გაუმართა ნადიმი.ლომს და მელას გაუმართა ნადიმი,მოიწვია ლოტბარი და აქიმი.აამღერა ლოტბარი და აქიმი,აქო დო და აქო რე და აქო მი.აქო დო და აქო რე და აქო მი,ბანს აძლევენ იქ მელა და აქ ლომი.ბანს აძლევენ იქ მელა და აქ ლომიდა თამამად აირჩიეს ა ქ ლ ე მ ი.1976
ჯავახაძე ვახტანგ

ჯავახაძე ვახტანგ: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი