პოეზია · ლირიკა
* * * რომ დაინახო
რომ დაინახო და გაგიხარდეს,რაღაცა მაინც უნდა გიყვარდეს.
რაღაცა მაინც უნდა გჯეროდეს -ნაძალადევად რომ არ მღეროდე.
ტყუილუბრალოდ რომ არ იღწვოდე -რაღაცა მაინც უნდა იცოდე,
რაღაცა მაინც უნდა გახსოვდეს -რომ არ დანებდე მტერს არასოდეს.
1969